გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეხვედრა კომპანია Tether-ის წარმომადგენლებთან

27-06-2023

საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში გაიმართა უწყების წარმომადგენლების შეხვედრა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაოლო არდოინო (ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი). შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ციფრული გადახდების პლატფორმა CityPay.io-ს ხელმძღვანელიპირები.


შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმოიხილეს საფინანსო მომსახურების გაციფრულების ტენდენციები და მათი შესაძლო გავლენა საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ სექტორზე, შესაბამისად - პოტენციური დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოვლენისა და პრევენციის აუცილებლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.


განხილული იქნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების გადამზადების პერსპექტივები ისეთი თემატიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა:ფულის გათეთრების რისკების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება; საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მისი სამართლებრივი საფუძვლები; ციფრული მიკვლევადობა, მათ შორის ბლოკჩეინ სისტემებში; ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ამოქმედებული ციფრული გადახდების საქმიანობის მარეგულირებელი ჩარჩო და ა.შ.


მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, კონკრეტული მიმართულებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930