გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ოღონდ პოზიტიური დღის წესრიგი გააშავონ, ოღონდ გვამებზე ინადირონ, ოღონდ საზოგადოება დაზაფრონ და გააგიჟონ, საკუთარ მამიდებსაც კი გაყიდიან

27-06-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერი მედიების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებს ეხმიანება.


როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, რადიკალური ოპოზიცია მოწადინებულია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი უარყოფითით შეცვალონ.


„ტელევიზიად წოდებული „ჯიბის“ მედიები, ოპოზიციად შერაცხილი „მარიონეტები“, სამოქალაქო მანქურთები და ათასი რჯულის მავნებელი იუწყება, რომ ტურისტულ სეზონს ჩავარდნა უწერია: „ევროპიდან ჯავშნებს აუქმებენ“; „შავი ზღვა მოწამლულია“; „მიშა მოკვდა“; „პრიგოჟინმა მოსკოვი აიღო“; „კრამონი საქართველოს მეგობარია“... მოკლედ, ჭუჭყი, ჭლექი, ტალახი, ძონძი - ანარქისტი ანანიას მონოლოგიდანაა, თუმცა თუ ვინმეს გგონიათ, ანანიას პერსონაჟზე უკეთესი აზროვნება აქვთ ჩვენ საცოდავ ექსტრემისტებს, ძალიან ცდება! ოღონდ პოზიტიური დღის წესრიგი გააშავონ, ოღონდ გვამებზე ინადირონ, ოღონდ საზოგადოება დაზაფრონ და გააგიჟონ, საკუთარ მამიდებსაც კი გაყიდიან... სინამდვილეში, არც აჭარის სანაპიროა მოწამლული, არც ჯავშნებს აუქმებენ და არც ტურისტული სეზონი ჩავარდება, მაქსიმუმ, სააკაშვილი ჩაგივარდეთ „ფეიკ“ კრუნჩხვებში და გვარამიამ ჩამოაგდოს ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930