გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, იყო კატეგორიული მოთხოვნა საერთაშორისო პარტნიორების, ენჯეოების, შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, არავის ხელი არ ეხლო სასამართლო კორპუსისთვის, რაც მაშინ ხელისუფლებამ გაითვალისწინა

27-06-2023

2012 წელს, როცა შეიცვალა ხელისუფლება, იყო კატეგორიული მოთხოვნა როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე აქ, ენჯეოების, შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, არავის ხელი არ ეხლო სასამართლო კორპუსისთვის და სისტემის გაჯანსაღება მომხდარიყო შემადგენლობის ცვლილების გარეშე, რაც მაშინ ხელისუფლებამ გაითვალისწინა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, დღეს კოლექტიურ ნაცმოძრაობას მთელი კამპანია აქვს გაშლილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან დღემდე სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში, ამ ფაქტორს კრიტიკისთვის იყენებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამის უკან მთლიანად პოლიტიკური ინტერესები დგას.


„რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდით, ის გაუმეორებია ვახტანგ ხმალაძეს. რეალურად ასე იყო. დღეს კოლექტიურ ნაცმოძრაობას მთელი კამპანია აქვს გაშლილი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან დღემდე სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში. მაშინდელი რეალობა იყო ის, რომ მაშინ იყო სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმი, რომელიც იყენებდა სასამართლო სისტემას რეპრესიული მანქანის სათანადოდ ამუშავებისთვის. ეს იყო სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლო და უმძიმესი დავალებების ჩაშლა ხდებოდა მაშინ სასამართლო სისტემაში.


ამას უკავშირდებოდა ის, რომ თითქმის ნულოვანი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა იყო, ათასი უბედურება ხდებოდა სამოქალაქო სამართლის საქმეების გარშემო და ა.შ. როცა 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, იყო კატეგორიული მოთხოვნა როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე აქ, ენჯეოების, შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, არავის ხელი არ ეხლო სასამართლო კორპუსისთვის და სისტემის გაჯანსაღება მომხდარიყო შემადგენლობის ცვლილების გარეშე, რაც გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ.


როცა დღეს იგივე ძალები იყენებენ ამ ფაქტორს კრიტიკისთვის, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამის უკან მთლიანად პოლიტიკური ინტერესები დგას. რეალურად არიან ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, აღადგინონ გარკვეულწილად მაინც კოლექტიური ნაცმოძრაობის კონტროლი სასამართლო სისტემაზე, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930