გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

10-01-2018


 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარტის მოვლენებზე ბრალდებულებს  მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდნეიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ბრალი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით იყო წარდგენილი, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ითვალისწინებს, 226-ე მუხლით შეცვალა, რაც ჯგუფური ქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოყვა.

 

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

 

11-12 მარტს „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომობილიც დაწვეს და დააზიანეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930