გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, როდესაც ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, რომ არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ „ქართული ოცნების" პირობებში

30-06-2023

თუ ვინმემ რაიმე არ გააკეთა სტატუსის მისაღებად და ამ რეკომენდაციების შესრულებისთვის, ეს არის უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ომის პარტია, რომელსაც არ სურს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ეწევიან ყველაფერს, საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.

„ამის კონკრეტული ფაქტები მინდა მოგიყვანოთ.


შარშან, როდესაც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისტორიული მომენტი, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუ რომელი ქვეყნებისთვის მიეცა სტატუსი, ამ გადაწყვეტილებამდე, ევროპელი ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, შეგახსენებთ, რომ მიღებულ იქნა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო, მტრული რეზოლუცია. ვინ იყო რეზოლუციის ავტორი და ხელმომწერი, ამ რეზოლუციის სპონსორიც, ინიციატორიც, ხელმომწერიც იყო, ვიმეორებ, ამ დესტრუქციული ომის პარტიის მთავარი დედაპარტია ევროპის სახალხო პარტია. ჰკითხეთ მათ, თუ გააკეთეს რაიმე, ან საჯარო მოწოდება, ან თხოვნა, ან დემარში, რომ ასეთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე ასეთი უსამართლო, დაუმსახურებელი რეზოლუციის მიღება იქნებოდა შემაფერხებელი ბარიერი ევროპელი ლიდერებისთვის, მათ შორის, სკეპტიკურად განწყობილი ლიდერებისთვისაც. მოგეხსენებათ, რომ 27 ქვეყნის ლიდერებს შორის ხშირად არ არსებობს კონსენსუსი, ევროპის გაფართოება არის საკითხი, რომელზეც ძალიან დიდი დებატები არსებობდა ბოლლო წლების განმავლობაში, დღესაც არ შეჩერებულა ეს დებატები. ასეთ ვითარებაში, ეს არის კონკრეტული ფაქტი, რომელიც მათი საბოტაჟის დამადასტურებელია, საბოტაჟის, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთი ფაქტი. სხვა უამრავი ფაქტები არსებობს, რომლებზეც ჩვენი კოლეგები ვსაუბრობთ. ეს არის გამაოგნებელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა. გვარებზეც იყო ძალიან ბევრჯერ საუბარი, როდესაც ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, აღარც მალავე, საჯაროდ აცხადებენ, რომ არ უნდა მიიღოს სტატუსი საქართველომ „ქართული ოცნების" პირობებში. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ღალატია ეს ჩვენი ეროვნული ინტერესების და ჩვენი ხალხის ინტერესების", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930