გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, ჩვენი დამსახურებაა, 2012 წლამდე მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება, საკონსულოებში რიგებში დგომა უწევდათ და ხშირ შემთხვევა

30-06-2023

დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, ჩვენი დამსახურებაა, 2012 წლამდე მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება, საკონსულოებში რიგებში დგომა უწევდათ და ხშირ შემთხვევაში, პასუხი იყო უარი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ ქვეყანამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა.


„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში გავაკეთეთ მაქსიმუმი. თუ რაიმე გააკეთა ვინმემ ოდესმე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, როცა მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს. დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში უვიზოდ, ეს არის ჩვენი დამსახურება, მეგობრებო, ეს არის „ქართული ოცნების" დამსახურება. ეს რა თქმა უნდა, იყო მიუღწეველი ოცნება, გახსოვთ და ალბათ დამეთანხმებით ყველანი, 2012 წლამდე მხოლოდ, ვთქვათ პირდაპირ, მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა, გადაადგილდებოდა ევროპის მიმართულებით შეუფერხებლად. ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება იმიტომ, რომ უწევდათ რიგებში დგომა, საკონსულოებში და ხშირ შემთხვევაში, ვიცით კარგად, რომ ეს პასუხი იყო უარი.


ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო გარღვევა, შეიძლება ასე ითქვას. ეს არის დამსახურება ჩვენი ხელისუფლების, კიდევ ვიტყვი. თუ ვინმემ გააკეთა რაიმე ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება" კონკრეტული შედეგებით: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930