გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვთქვით საჯაროდ და ღიად თავიდანვე, რომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს

30-06-2023

ჩვენ ვთქვით საჯაროდ და ღიად თავიდანვე, რომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ეს იყო ჩემი პირველი განცხადება, ეს იყო ჩვენი ლიდერების, გუნდის წევრების განცხადებები და ამ პოლიტიკას მივყვებით დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ იმ პოლიტიკას განახორციელებს, რაც სჭირდება ხალხს და ქვეყანას.


„ბოლოს მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზირებას, ოკუპაციას, რა თქმა უნდა იყო და არის გამოწვევა, რომელიც მემკვიდრეობით ჩვენ, ჩვენს ხელისუფლებას დახვდა 2012 წელს. აქვე მინდა შედარებისთვის გავახსენო საზოგადოებას, ჩვენსას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, არცერთ ქვეყანას, მათ შორის არც ჩვენ არ დაგვიინიცირებია რამე კონკრეტული ზომების მიღება ოკუპანტი ქვეყნის, ამ ოკუპაციის შესაჩერებლად, დასაგმობად, მე ვგულისხმობ სანქციებს მაგალითად, დღეს გამოდიან და გვთხოვდნენ ეს ადამიანები, ომის დაწყების დღიდან, ითხოვდნენ სანქიცების დაწესებას, ანუ ეროვნული სანქციების დაწესებას, მათ შორის ეკონომიკური სანქციების დაწესებას და ა.შ. თქვენ გახსოთ რამხელა კამპანია აწარმოეს, ამ სანქციების დაწესებით ჩვენ, არ ვიცი რისი მიღწევა უნდოდათ, უნდოდათ ომის მიღწევა, მეორე ფრონტის გახსნის მიღწევა უნდოდათ და ქვეყნის განადგურება უნდოდათ ამით, ისე როგორც გაანადგურეს ერთხელ ქვეყანა, ასევე უნდოდათ მეორედ გაენადგურებინათ ქვეყანა, აი ამ უპასუხისმგებლო ომის პარტიას. ჩვენ ვთქვით საჯაროდ და ღიად თავიდანვე, რომ ჩვენ არ გადავდგამთ არცერთ ნაბიჯს, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ეს იყო ჩემი პირველი განცხადება, ეს იყო ჩვენი ლიდერების, გუნდის წევრების განცხადებები და ამ პოლიტიკას მივყვებით დღემდე, ამ პოლიტიკას დავიცავთ მტკიცედ და ამ პოლიტიკას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, მხოლოდ იმ პოლიტიკას განვახორციელებთ. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გადახედეთ ჩვენი მმართველების დროს გატარებულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი, რეალურად სუვერენული, დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. რეალურად, ჩვენი ნაბიჯებით, დღითიდღე განვამტკიცებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ე.წ. სანქციების დაწესება და რაღაც შეზღუდვების შემოტანა და ვაჭრობა, ეკონომიკის ჩაკეტვა და ა.შ. იქნებოდა სრული უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, ღალატიც შეიძლება ამას ვუწოდოთ, საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების. თუ ვინმე დაზიანდებოდა, დაზიანდებოდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხის ინტერესები. ჩვენ ვეღარ ვისაუბრებდით ასე თამამად, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, წინსვლა, სამუშაო ადგილები. 250 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო 2 წელიწადში. თქვენ როგრო წარმოგიდგენიათ, სად ვიქნებოდით დღეს, აი ეს ადამიანები რომ ყოფილივყნენ დღეს ხელისუფლებაში. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი, ეს უბედურება დამართეს ქვეყანას, დიდი განსაცდელი მოუვლინეს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, დაკარგეს ტერიტორიები, არამხოლოდ მანამდე, დე-ფაქტო, ასე ვთქვათ", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930