გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული, სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა სააკაშვილს

30-06-2023

სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული, სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა სააკაშვილს და სიცრუეზე აგორებული კამპანია დაასრულა ერთი გადაწყვეტილებით, გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ ყოველ დღე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯის რეპუტაციის შელახვისთვის ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილმა ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში მილიონობით დოლარი გადაიხადა.


"მე ვუბრუნდები საკითხს ,რომელზეც არ მოგვისმენია ჩვენ განმარტებები. ე.ი. ბოლო ერთი წელია ატყუებენ საზოგადოებას, არა მარტო ჩვენი ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, მე მჯერა ,რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ტყუვდება და აღარასოდეს აღარ მოტყუვდება აი, ამათი სიცრუით, მაგრამ მთელს მსოფლიოში აწარმოეს კამპანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოწამლა სააკაშვილი, აწამა, მოკლა და გაცოცხლდა და ა.შ.


ამაში თქვენმა ბელადმა და მისმა ოჯახმა მილიონობით დოლარი გადაიხადა, მილიონობით დოლარი, რომ შეელახა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია, თანაც, რა დროს მეგობრებო, როცა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, უსაფრთხოების რისკები, ომი უკრაინაში, რომელიც არავინ არ იცის, როგორ დასრულდება და რა შედეგს მოიტანს. ეს ომი ჩვენ ყველა გვეხება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ომმა შეიძლება გადაწყვიტოს შეცვალოს მთელი მსოფლიო წესრიგი, ევროპის მთლიანი უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ დროს, ასეთ ვითარებაში, მით უმეტეს, როცა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს, როცა დადიხარ ,დარბიხარ მთელს მსოფლიოში, იხდი მილიონებს, უკვეთავ ტელევიზიებში სატელევიზიო ინტერვიუებს. ათეულობით, მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყოველკვირა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერთან ვიყავი, ყოველკვირა ფინანსდებოდა, აღარ დავასახელებ იმ ქვეყანას, კონკრეტულ მედია საშუალებებში ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჩვენი ხელისუფლება აწამებს, კლავს ,ტანჯავს სააკაშვილს რუსეთის დავალებით და ბოლოს რეზიუმე იყო გაკეთებული ,დასკვნა, ამათივე შეკვეთით, რომ არ შეიძლება ამათი ხელისუფლების დროს სტატუსი მიეცეს საქართველოს. აი რა ჰქვია ამას თუ არა ღალატი ?! გამაგებინეთ? აი რა ჰქვია ამას?! ეს არის საბოტაჟი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, ჩვენი ხალხის ინტერესების ღალატი.


ხომ ვნახეთ, ჩვენ მოგვიწია მეგობრებო, ძალიან ბევრი უხერხული კადრის გასაჯაროებაც, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, გარდა იმისა, რომ სიმართლე დაგვეცვა, ჩვენ შევძელით სიმართლის დაცვა. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი და ღირსეული, სამართლიანი გადაწყვეტილება, როცა უარი უთხრა მათ ბელადს, მთელი ეს სიცრუეზე აგორებული კამპანია დაასრულა ერთი გადაწყვეტილებით. რატომ არ ამბობენ?! გამოვიდნენ და თქვან ახლა, ბოდიში მოიხადონ ყოველ დღე, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯის რეპუტაციის შელახვისთვის",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930