გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ინიციატივით ჩვენ შარშან დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით, 1000-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაციას

30-06-2023

მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, აშენდა 174 ახალი საჯარო სკოლა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა - 1800, ხოლო სრულად - 250,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.


პრემიერის თქმით, შარშან დაიწყო მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით, 1000-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაციას.


„ზოგადად განათლებაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რჩება სასწავლო პროგრამები, განათლების ხარისხი. ამ მიმართულებით ჩვენი ახალი მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული, ძალიან კარგი ინიციატივები აქვს დამუშავებული, ძალიან მალე წარმოგიდგენთ მის ახალ ხედვას, იგივე მასწავლებლებთან დამოკიდებულებაში მას ძალიან კარგი ხედვა აქვს, უფრო მეტად უნდა დაფასდნენ ჩვენი მასწავლებლები.


ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი ინიციატივით ჩვენ შარშან დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 800-მდე სკოლის სრულ რეაბილიტაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით, 1000-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაციას. უკვე დაწყებულია სამუშაოები, დაკონტრაქტებულია 400-მდე სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა და პირველ 100 ბაღზე მიმდინარეობს სამუშაოები.


მას შემდეგ, რაც მოვედით ხელისუფლებაში, აშენდა 174 ახალი საჯარო სკოლა, ნაწილობრივ რეაბილიტირდა - 1800, ხოლო სრულად - 250.

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ გვექნება ყველა სკოლა პრაქტიკულად ერთი სტანდარტის მიხედვით რეაბილიტირებული, ძალიან ბევრი აშენებული ახალი სკოლები და გაიმართება მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა.


ასევე ბაღებზეც, ბაღებში ძალიან დიდი პრობლემები არის. 1000 ბაღი შემთხვევით არ მითქვამს. რეგიონებში არის კრიტიკული მდგომარეობა. ამ თემებზეა სასაუბრო და ამ თემებზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენს მთავრობაში.


რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებით, სერიოზული წინსვლა გვაქვს და ახალ რეფორმასაც ძალიან მალე წარმოგიდგენთ. აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს ზოგადად და დავიწყოთ ჩვენ ავტორიზაციის პროცესი. ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელი იქმნება ისე, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ სტანდარტებს. ამ დროს ჩვენ გვინდა, რომ სასწავლებელში ჩვენმა მოქალაქეებმა მიღონ შესაბამისი, შესაფერისი განათლება. ეს არის მიუღწეველი, თუ ჩვენ არ გავამკაცრეთ ამ მიმართულებით მონიტორიგნი და კონტროლი. ამაზე მინისტრს აქვს კარგი ხედვები და ძალიან მალე ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრესი.


პროფესიული განათლება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. განათლების მინისტრმა დაიწყო ეკონომიკის მინისტთან ერთად აქტიური მუშაობა. ბევრი რამ შესაცვლელია, მაგალითად ზოგიერთ პროფესიულ სასწავლებლებში ისეთი საგნები ისწავლება, რომელიც საერთოდ გაუგებარია რატომ უნდა ისწავლებოდეს, ოფისის მენეჯერის მაგალითად კურსები რატომ უნდა არსებობდეს, ან სხვა ბიზნესის მცირე ვადიანი კურსები. ამ ყველაფერს სჭირდება გადახალისება, გადააზრება.


რაც მთავარია, მინდა გითხრათ, რომ ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად ზოგადად სასწავლო პროგრამების გადახედვაზე. აუცილებელია, შესაფერისი სასწავლო პროგრამები უნდა შეიქმნას და ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. თუ არ ვცდები, წლის ბოლომდე, მინისტრს აქვს დაგეგმილი, რომ მოხდეს სრული აუდიტი, ზოგადად ჩვენი სასწავლო პროგრამების, მათ შორის, სახელმძღვანელოების. უნდა ვიცოდეთ, სწორად ვაკონტროლოთ და სწორად შედგენილი სასწავლო პროგრამები უნდა მიეწოდოს ჩვენს ახალგაზრდა თაობას", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930