გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში მთავრობის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მე-17 ადგილზეა, ამ ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს

30-06-2023

მსოფლიოში მთავრობის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა მე-17 ადგილზეა, ამ ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ლიდერის პოზიციას ვინარჩუნებთ ისეთ მნიშვნელოვან რეიტინგებში, როგორიც არის კანონის უზენაესობის ინდექსი, ჩვენ ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით კი ჩვენი ქვეყანა პირველ ადგილზეა მსოფლიოში.


„მინდა შევაჯამო ერთგვარად ჩვენი მუშაობა. ჩვენს წარმატებაზე მეტყველებს, ძვირფასო მეგობრებო, ორიოდე დღის წინ, მაგალითად ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრ გლობალური გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული 23 წლის ანგარიში, რომელიც მთელ მსოფლიოში მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას აფასებს. გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო მკვეთრად, 54 დან მე 17 ადგილზე დაწინაურდა. მსოფლიოში მთავრობის გამჭვირვალობის მიხედვით მე17 ადგილზე არის ჩვენი ქვეყანა. ამ ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს. რეიტინგში ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 4 სახელმწიფოს. ასევე, გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვინარჩუნებთ ისეთ მნიშვნელოვან რეიტინგებში ლიდერის პოზიციას , როგორიც არის კანონის უზენაესობის ინდექსი. ჩვენ ვართ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე.


პირველ ადგილზე არის ჩვენი ქვეყანა ბიუჯეტის გამწვირვალობის მიხედვით მსოფლიოში. ეს არის ის შედეგები რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ამაყად ,თამამად ვისაუბროთ და ჩავაბაროთ ანგარიში ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ მადლობა პარლამენტს ,ჩვენს გუნდს, ჩვენს მთავრობას ყველას ვინც მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია ამ ერთი წლის განმავლობაში",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30