გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: წინა ხელისუფლებას, მავნებლებს არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ... საკუთარ, ჩვენს გმირ სამხედროებს პრაქტიკულად დააბრალეს სამხედრო მოქმედებების დაწყება და ამაზე ხელი მოაწერეს ამ ადამიანებმა

30-06-2023

დიახ მადლობა ბატონო რატი ამ შეხსენებისთვის, ასე იყო ნამდვილად, წინა ხელისუფლებას, მავნებლებს არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, რატი იონათამიშვილის კითხვის საპასუოდ განაცხადა, რომელიც ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებას შეეხებოდა.


პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებიათ თუნდაც ამ გამოძიების მიმართულებით, ან სიმართლის დადგენის მიმართულებით.

„პირიქით თქვენ სწორად აღნიშნეთ, ომის შემდგომ ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას თქვენ კარგად გახსოვთ ამის თაობაზე რამხელა აღშფოთება იყო საზოგადოებაში. საკუთარ, ჩვენს გმირ სამხედროებს პრაქტიკულად დააბრალეს სამხედრო მოქმედებების დაწყება და ამაზე ხელი მოაწერეს ამ ადამიანებმა.


დღეს გამოდიან და საუბრობენ და ჩვენ გვაბრალებენ იმას რაც მათ დააშავეს. ჩვენ რაც გავაკეთეთ თქვენ ამის თაობაზე უკვე შეახსენეთ მათაც და საზოგადოებას. დიახ ჩვენ დროს იყო მოპოვებული და წარდგენილი მტკიცებულებები მათ შორის ჰააგის სასამართლოში. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ ვიცი რატომ იყო მიზანმიმართულად თუ ამას ალბათ გამოძიებამ გაარკვიოს გამქრალი იყო უბრალოდ. არავითარი სამუშაოები არ იყო ჩატარებული, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ის ეჭვები, რომელიც საზოგადოებას აქვს ლეგიტიმურად, რომ ესენი არ იყვნენ დაინტერესებულები პირიქით, შეეცადნენ რომ ჩაეფარცხათ ეს დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა ტერიტორიების დაკარგვა კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი, ათასობით დევნილი და ვითომ არაფერი. 2008 წლის მერე თვეები იყო გასული, დაიწყეს მასობრივად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ენერგეტიკული ობიექტების გასხვისება, რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. თქვენ ახლა გახსოვთ ბოლო პერიოდში ამხელა აჟიოტაჟი რომ შექმნეს, რომ როგორ დავთანხმდით უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებას და როგორ დავთანხმდით და როგორ გავბედეთ ფრენების აღდგენა რუსეთთან, არასანქცირებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო არასანქცირებული თვითმფრინავებით და არასანქცირებული კომპანიებით. მათი აღარ მინდა გავიმეორო ლიდერი ბელადი წარმოიდგინეთ ამხელა ტრაგედია მის დროს ამხელა უბედურება მოხდა მისი მმართველობის დროს დაკარგა ქვეყანამ ტერიტორიები ხალხი დაიხოცნენ, ჯარისკაცები დაიხოცნენ თვითონ მიწაზე გართხმული ნახა მთელმა მსოფლიომ, პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. მაშინ ამბობდა ომის შემდგომ არის ეს ყველაფერი, მაშინ ამბობდა, რომ ძალიან კარგია ტურიზმი გვჭირდება, ყველაფერი გვჭირდება. დღეს ესე იგი მათი ომი არაფერი არ იყო, ხომ გამოვიდა ერთ-ერთი მათი წარმომადგენელი და აღიარა, რომ მაშინ დავალება მივიღეთ, რომ ახლა უნდა შეცვალოთ პოლიტიკაო. რა დავალება მიიღეს, მაშინ დააკონკრეტონ, ვისგან მიიღეს დავალება. რას ნიშნავს დავალება მიიღეს საერთოდ, ეს რა აღიარებითი ჩვენებაა, ხმამაღლა გვითხარით აბა რა დავალება მიიღეთ, რომ უნდა შეგეცვალათ რიტორიკა, თუ პოლიტიკა. რუსეთთან მიმართებაში. ან სად იყო ის თქვენი ისტერიკა მაშინ ხელისუფლებაში იყავით, ან სანქციები რატომ არ მოითხოვეთ, ან პოლიტიკის გადახედვა არ მოითხოვეთ. რატომ არ მოითხოვეს, იმიტომ რომ კიდევ ერთი მთავარი ფაქტი მინდა შევახსენო ყველას, მეგობრებო შეიძლება ბევრს არ ახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, წყნარად თუ შეიძლება ბატონო რომან, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანას დაადეს ემბარგო. იყო ასე, ემბარგო დაადეს სამხედრო შეიარაღებაზე, იარაღის შესყიდვაზე. 2013 წლამდე ეს სტატუს-კო იყო შენარჩუნებული. ამაზე რატომ არ საუბრობთ არავინ. ეს არის რეალობა ჩემო დეპუტატებო, ძვირფასო მეგობრებო. ეს არის რეალობა რომელზეც არ უნდათ საუბარი, რატომ ბრაზდებიან, რატომ ეშლებათ ნერვები სიმართლეზე ეშლებათ ნერვები, არგუმენტი არ აქვთ, ფაქტი არ აქვთ სათქმელი, არაფერი არ აქვთ სათქმელი. ან როგორ ბედავენ ერთ-ერთი კითხვა იყო მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით, ძალადობა არის მიუღებელი. არ შეიძლება ძალადობის მოწონება, წახალისება. მე ამის თაობაზე გავაკეთე განცხადება პირველივე დღეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930