გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს

30-06-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 3 კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.


„რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებლებს, გეტყვით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს 2 წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, წინა პრემიერობის დროს ავაშენეთ 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, ეს საკმარისი არ არის, მე ვფიქრობ დაახლოებით 3000-მდე უნდა ავაშენოთ. ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს აქტიურად, მეტრო „სამგორის" მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რომ მოხდეს 3 კორპუსის აშენება, ასე რომ მიდის მუშაობა, ვმუშაობთ, ეს ყველაფერი მოგვარდება",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31