გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ გამდლისწყაროს გზას რეაბილიტაცია უტარდება

2-07-2023

კასპის სოფელ გამდლისწყაროს გზას რეაბილიტაცია უტარდება

კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გამდლისწყაროში, მისასვლელი გზის ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დასრულდა.


აღნიშნული გზის სიგრძე 1 243 გრძივი მეტრია და რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება.


პროექტის ღირებულება 594 999 ლარს შეადგენს და შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს.
სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, აღდგენილი გზით სოფელი უკავშირდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ჩქაროსნულ მაგისტრალს.


კასპის მუნიციპალიტეტის მერის ვახტან გმაისურაძის განცხადებით სოფლებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა პრიორიტეტულია - „აუცილებელია  ყველა სოფელს ქონდეს მოწყობილი, მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა“ -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31