4-07-2023
"სად არის ახლა თქვენი „წყალობა“, თქვენი „კურთხევა" და თქვენი „გარანტობა“ მადამ "პღეზიდანო"? გაქრა, თუ იმთავითვე ბლეფი იყო?", - ასე მიმართავს სოციალური ქსელის მეშვეობით "ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძევებასთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინოს.
ქართველიშვილის თქმით, როდესაც ელჩები ინიშნებიან, სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის აჭიანურებს პროცესს და ამით თითქოს მიანიშნებს მათ, ვისი დანიშნულები არიან. ამიტომაც ქართველიშვილი მიმართავს პრეზიდენტს, ამ ფაქტზეც მოახდინოს რეაგირება.
„48 საათიდან 12 უკვე გავიდა. მადამ "პღეზიდანს" 36 საათი რჩება, რომ ვინმემ შეახსენოს, თუ რომელი ქვეყნის "პღეზიდანია" და რომელი ქვეყნის ელჩს მიაყენებენ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეურაცხყოფას, სადაც დაბარებულია 10 საათსა და 30 წუთზე კიევის დროით. ამ მის დუმილში ყველაფერი „მშვენიერია“, მაგრამ უფრო თვალსაჩინო იქნებოდა, თუ მან თავისი კოლეგა ზელენსკისაგან "საესტაფეტო" ჯოხის გამორთმევით გვამცნოს: „რომ მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ჩვენი ელჩი გამოსაძევებელია! აქამდე ერთი-ორი ჩვენი ელჩი, ხომ უნდა გამოეძევათ? უნდა გამოეძევათ!“. როგორი „საპრეზიდენტო“ პრინციპულობით უდგებოდა მადამ "პღეზიდანი" თითოეული ელჩის დანიშვნაში პროცესის გაჭიანურებას. თითქოს ნიშნის მოგებით, რომ გახსოვდეთ, ვისი "წყალობით" ინიშნებით, ვისი „კურთხევით“ იმართებით და ვინ არის თქვენი საქმიანობის საკონსტიტუციო გარანტი. სად არის ახლა თქვენი „წყალობა“, თქვენი „კურთხევა" და თქვენი „გარანტობა“ მადამ "პღეზიდანო"?
გაქრა, თუ იმთავითვე ბლეფი იყო? მას, მის საკონსტიტუციო უფლებამოვალეობაშიც ხომ სულ რამდენიმე საყვარელი მავნებლობა „უთბობს“ გულსა და სულს: პარლამენტის ნებისმიერ ინიციატივას ვეტო დაადოს, სხვადასხვა სტრატეგიულ პოზიციებზე კანდიდატების წარდგენის უფლებით იმანიპულიროს, მისთვის ამ უცხო ქვეყნის ამყირავებლები ციხიდან გამოუშვას, „რუსული კანონის“თუთიყუშივით ძახილით ქვეყნის „მაიდანიზაციის“ თანაავტორთა სიაში ჩაეწეროს. დუმს მადამ "პღეზიდანი", ოჰ, რა „ლამაზად“ დუმს“...' - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024