გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწად-ნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და სანქციების დარღვევის მტკიცებას

4-07-2023


საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწად-ნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: პირველი, სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და, მეორე, დასავლეთის თანამეგობრობის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების დარღვევის მტკიცებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.


„ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია, პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადასტურა ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დაცვა, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურება და რომელმაც სააკაშვილი სასჯელის მოსახდელად კლინიკაში დატოვა. და მეორეც, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების წარმომადგენლების დასკვნებმა დაადასტურა, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების თავიდან არიდების პრევენციას, სანქციების არიდების საწინააღმდეგო ქართული სისტემა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.


საქართველო ამ უთანასწორო ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ სიმართლის იმედად იყო, ხოლო ოპონენტებს მილიონობით დოლარის იმედი ჰქონდათ, რომლებიც სულ ტყუილად გაფლანგეს, რათა დაეზიანებინათ საქართველოს დემოკრატიული მიღწევები და შეექმნათ ტყუილების, არასწორი აღქმებისა და დეზინფორმაციის საბურველი. ხაზგასასმელია, რომ ეს ხალხი, უცხოელებიც და ქართველებიც, პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაფლულები, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებდნენ.


ბოლო რამდენიმე დღეა, მოწმენი ვართ ბოლო, სასოწარკვეთილი მცდელობებისა, ხელახლა შეცვალონ ვითარება, რაც ვერასოდეს მოხდება, რადგან ტყუილების საპნის ბუშტი უკვე საქართველოს საზღვრების გარეთაც გასკდა“, - წერს პაპუაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930