გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანგელა მერკელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ

24-08-2018

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ გასცემს. საქართველომ ეს გზა ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გაიაროს. 

აღნიშნული განცხადება მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი სტუდენტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

სტუდენტის კითხვა ეხებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და იმას, თუ პირადად ანგელა მერკელს რა პოზიცია აქვს ამაზე. 

"ევროპული მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. კანდიდატი უნდა ასრულებდეს წინაპირობებს და მეორე, ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღებისთვის. ძალიან ქმედითი და მოქმედი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება პოლიტიკის კორდინირებულად აწყობა, განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოების სივრცისთვის... საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი, მათი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ უბრალოდ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება. თუმცა, ჩემი ვიზიტის მიზანი ამაზე გახსნილად საუბარიც არის," - განაცხადა ანგელა მერკელმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930