5-07-2023
„ის, რომ უკრაინა სამართლიან ბრძოლაშია რუსეთთან, არ ნიშნავს იმას, რომ უსამართლო ბრძოლა გამოუცხადოს საქართველოს“, - ამის შესახებ „რუსთავი 2-თან“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი უკრაინის გავლენა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ნეგატიურად აისახება, ეს დასავლეთის მორიგი შეცდომა იქნება.
„უკრაინიდან საქართველოს ელჩის გაშვება შეთანხმებულია ომის პარტიისა და იმ ლობისტების მხრიდან, რომელთაც საქართველო სცენარში გაწერილი ჰყავდათ ისე, როგორც - მეორე ფრონტი.
თუკი უკრაინის გავლენა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ნეგატიურად აისახება, ვფიქრობ, ეს დასავლეთის მორიგი შეცდომა იქნება. მესმის უკრაინის ხელისუფლების, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში არიან, მაგრამ მათ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ვალდებულება არ უნდა იკისრონ და საერთაშორისო წესები დაიცვან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
16-11-2024
16-11-2024