გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, რომ ქვეყნის მიმართ მტრობაში არ ვამხილოთ ჩვენი ოპონენტები

6-07-2023

„სიმართლე, რომელიც უკავშირდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არის უმძიმესი. ისინი პირდაპირ მტრობენ ქვეყანას, როგორ შეიძლება ეს არ ვთქვათ?! როცა დარბიან კაბინეტებში და აგიტაციას ეწევიან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ეს როგორ არ უნდა ვთქვათ. ეს ხომ კონკურენციის თემაც არის. გარდა ამისა, საზოგადოების წინაშეც არ ვიქნებით პირნათელი, რომ ქვეყნის მიმართ მტრობაში არ ვამხილოთ ჩვენი ოპონენტები საზოგადოების წინაშე, უბრალოდ არ გამოდის“-ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, დეპოლარიზაციის პუნქტის ერთ-ერთი რეკომენდაცია უხეში რიტორიკის აღკვეთა იყო. მისივე თქმით, უხეში რიტორიკა ვერ დასრულდება, თუ ოპონენტი იყენებს უხეშ რიტორიკას.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, მათ შორის, სტატუსის წინააღმდეგ, თავადაც მზად არიან, რიტორიკა შეცვალონ, მაგრამ ვიდრე ისინი ასე აგრძელებენ მოქმედებას, ეს შეუძლებელია.

 

„დეპოლარიზაციის ნაწილში რეკომენდაციები უკავშირდება, მაგალითად, აღიკვეთოს უხეში რიტორიკა. როგორ წარმოუდგენიათ უხეში რიტორიკის აღკვეთა-ჩვენ ვჩუმდებით და ოპოზიცია აგრძელებს საუბარს, ჩვენ ვართ რუსები, პუტინისტები და ა.შ. ეს არის დეპოლარიზაცია? შეუძლებელია. ვერავინ გვისაყვედურებს იმას, რომ ჩვენ რაღაცის გაკეთება შეგვეძლო და არ გავაკეთეთ იმიტომ, რომ უხეში რიტორიკა ვერ დასრულდება, თუ შენი ოპონენტი იყენებს უხეშ რიტორიკას.

 

ის რომ გეძახის რუსს, პუტინისტს და ა.შ შენ სიმართლე მაინც უნდა თქვა მის შესახებ და ეს სიმართლე ძალიან მძიმეა. ის სიმართლე, რომელიც უკავშირდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არის უმძიმესი. ჩვენ გვიწევს საუბარი იმ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებზე, გინდ წარსულზე, გინდ დღევანდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ამიტომ არის ჩაკეტილი წრე, თუ დაანებებენ უხეში რიტორიკით საუბარს თავს, კი ბატონო, ჩვენც მზად ვართ ეს განვიხილოთ. თუ შეწყვეტენ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, მათ შორის, სტატუსის წინააღმდეგ, ჩვენც მზად ვართ, რიტორიკა შევცვალოთ, მაგრამ ვიდრე ისინი ასე აგრძელებენ მოქმედებას, რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია“-განაცხადა კობახიძემ.

 

ამასთან, წამყვანის კითხვაზე არის თუ არა შესაძლებელი, ხელისუფლებამ მაინც აჩვენოს სტანდარტი, რომ არ შედიან რადიკალურ ოპოზიციასთან პოლემიკაში ისევე, როგორც ეს მოხდა პრეზიდენტის შემთხვევაში, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შეუძლებელია და განმარტა, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური კონკურენციის ნაწილი, ხოლო კონკურენცია წარიმართება პარტიებს შორის.

 

„უბრალოდ შეუძლებელია. პრეზიდენტს რაც შეეხება, ეს არის საპარლამენტო სისტემა. პოლიტიკური კონკურენცია საპარლამენტო სისტემაში წარიმართება პოლიტიკურ პარტიებს შორის. პრეზიდენტი არის ამის მიღმა. პრეზიდენტთანაც კი მოგვიწია გარკვეულ საკითხზე პოლემიკაში შესვლა, რადგან დასაცავი იყო პოზიციები, მაგრამ პრეზიდენტთან მიმართებით უფრო ადვილია ამის გაკეთება იმიტომ, რომ პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური კონკურენციის ნაწილი. კონკურენცია წარიმართება პარტიებს შორის“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930