გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
AgileXchange - საქართველოში პირველი Agile სამიტი გაიმართა

6-07-2023

Agile Mentor- ის ორგანიზებითა და ლიბერთის მხარდაჭერით, ტექნოპარკში, AgileXchange - საქართველოში პირველი Agile სამიტი ჩატარდა.


მოწვეულმა სპიკერებმა, Agile ტრანსფორმაციით დაინტერესებულ საზოგადოებას, ახალი საერთაშორისო მიდგომები, ასევე ქართული ბიზნეს კომპანიებისა და კომერციული ბანკების პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.


,,მაღალი კონკურენცია, კომპლექსური და ცვალებადი გარემო, დაინტერესებული მხარეების სიმრავლე, ბიზნესის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიების მცოდნე პროფესიონალებთან კოლაბორაციულად მუშაობის აუცილებლობა და მასშტაბი, სწორედ ის ფაქტორებია, სადაც Agile მართვის მოქნილი მიდგომები ყველაზე ეფექტურად გამოიყენება.


გასაკვირი არ არის, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო, საქართველოში Agile მიდგომების მასშტაბურად დანერგვა სწორედ წამყვან ქართულ ბანკებში დაიწყო. ქართული ბანკების გამოცდილება, ყოველთვის განსაკუთრებით საყურადღებოა Agile მიმართულებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, მოხარული ვართ, რომ Agile სამიტის მონაწილეებმა, პირადად სპიკერისგან, ელენე ჩუბინიძისგან მიიღეს საინტერესო ინფორმაცია, ციფრულ პროექტებში Agile მიდგომების გამოყენების მიმართულებით, ქვეყნის ერთ ერთი წამყვანი ბანკის, ლიბერთის გამოცდილების შესახებ“ - მარია ღლონტი, Agile Mentor-ის დამფუძნებელი, ტრენერი და Agile ექსპერტი.


„პირველი ქართული პლატფორმა Agile Mentor – ძალიან დროული და საჭირო ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება ქართულ კომპანიებს დანერგონ საერთაშორისო ეჯაილ პრაქტიკები და რაც მთავარია, მასში ჩართულმა ადამიანებმა ისწავლონ აზროვნების წყობის და ქცევის წესების შეცვლა. ეჯაილ მიდგომა, კომპანიებს საშუალებას აძლევს ცვლილებების მიმართ უფრო მოქნილები გახდნენ და ბიზნესის მუდმივი განვითარების შესაძლებლობა უზრუნველყონ.


ტექნოლოგიების ხანაში, მნიშვნელოვანია, ბიზნესის და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპეტენციის ადამიანებმა, საუკეთესო შედეგის მისაღებად, ეფექტური ურთიერთქმედება ისწავლონ.


მოხარული ვარ, რომ სამიტზე, ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით ლიბერთის გამოცდილების შესახებ საუბრის საშუალება მომეცა“ - ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930