გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გერმანია და კონკრეტულად ქალბატონი მერკელი ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან მყარი მხარდამჭერია

24-08-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბის ლიდერის ვიზიტს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, ანგელა მერკელის მიერ ამ ორი დღის განმავლობაში გაჟღერებული გზავნილები საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას შეიცავდა.

"ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ის არის არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკური ლიდერი, არამედ ის არის ევროპული მასშტაბის და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ლიდერი. აქედან გამოდინარე, მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან ამ ორი დღის განმავლობაში გააჟღერა არაერთი ძალიან სერიოზული გზავნილი, რომელიც შეიცავდა საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას - ის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის კანცლერსა და სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრას როგორც უნივერსიტეტის პროფესორი ესწრებოდა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

"გერმანია და კონკრეტულად ქალბატონი მერკელი არის ძალიან მყარი მხარდამჭერი ჩვენი სუვერენიტეტის. იგი მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას ევროპულ ინტეგრაციისკენ და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა. დღეს გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია ქალბატონ კანცლერთან. მე მადლობას გადავუხდი სტუდენტებს ძალიან საინტერსო შეკითხვებისთვის და მადლობას გადავუხდი ქალბატონ მერკელს, რომელმაც კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ის ნამდვილად არის მსოფლიო მასშტაბის ლიდერი",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველომ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა და ურთიერთობა როგორც გერმანიასთან, ასევე ევროკავშირთან.

"დღევანდელმა ფორმატმა უნივერსიტეტში ქალბატონ მერკელს იმ თემების ფართოდ გაშლის საშუალება მისცა, რომელზეც მას საუბარი გუშინაც ჰქონდა. იყო საუბარი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერსებთან - საუბარი იყო ტერიტორიულ მთლიანობაზე, საუბარი იყო ჩვენს სწრაფვაზე დასავლეთის მიმართულებით და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გერმანია ჩვენი მყარი მხარდამჭერია. ჩვენთვის მთავარია გავაღრმავოთ თანამშრომლობა და ურთიერთობა გერმანიასთან და ევროკავშირთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930