გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: "ვირტუალური საქართველოს" პრეზიდენტად გადაქცეული ჩვენი ქალბატონისთვის, "ძალადობა" რას ნიშნავს, მოგვიწევს პატარა ლექციის წაკითხვა

10-07-2023

"ავადხსებებული BLM (ზანგების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) საპროტესტო ღონისძიებების შედეგად, ამერიკის 49 ქალაქში დაკავებული იყო 14 000 კაცი, პროტესტების მიმდინარეობისას დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.


ქართველიშვილს მოჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი მოვლენების დროს მიყენებული ზარალის და დაზიანებული, დაკავებული და გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა, რათა შედარება გააკეთოს საქართველოში ანალოგიურ პროცესებთან.


"მმართველი პარტია ახალისებს ძალადობასო" - ბრძანა მადამ პღეზიდანმა. რას ბრძანებენ ბატონ/ქალბატონი ელჩები - ნაკლებად მადარდებს. მათ არჩევაში მონაწილეობა არ მიმიღია. მაგრამ "ვირტუალური საქართველოს" პრეზიდენტად გადაქცეული ჩვენი ქალბატონისთვის, "ძალადობა" რას ნიშნავს, მოგვიწევს პატარა ლექციის წაკითხვა. ავადხსებებული BLM (ზანგების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) საპროტესტო ღონისძიებების შედეგად, ამერიკის 49 ქალაქში დაკავებული იყო 14 000 კაცი, პროტესტების მიმდინარეობისას დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი. ამერიკული ოფთალმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 30 ადამიანს მხედველობის დაზიანება მიაყენეს, აქედან ათმა სრულად, ან ცალ თვალზე დაკარგა მხედველობა - ძირითადად პოლიციური რეზინის ტყვიით.


მხოლოდ მინეაპოლისში განადგურებული იყო 220 შენობა, მიყენებული ზარალი - 55 მილიონი დოლარი; დენვერში - ქალაქისთვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 5,5 მილიონი; პორტლენდში - ორგანიზაცია Portland Business Alliance გამოთვლებით, ზარალმა მიაღწია რამოდენიმე ათეულ მილიონ დოლარს.


Amnesty International-ის მონაცემებით პოლიციური დანაყოფების მიერ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტებს, ადგილი ჰქონდა 110 შემთხვევაში ქვეყნის 34 შტატში. დაფიქსირებული იქნა სატრანსპორტო საშუალებების მომიტინგეთა რიგებში შევარდნის 66 შემთხვევა, აქედან შვიდი - პოლიციელების მხრიდან.


ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მონაცემებით, ქვეყნის 30 ქალაქში განხორციელდა როგორც მინიმუმ 68 შეტევა ჟურნალისტებზე, მათ შორის რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. U.S. Press Freedom Tracker-ის ინფორმაციით, ასზე მეტი ჟურნალისტი დაპატიმრებული იყო საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, 114 ჟურნალისტზე თავდასხმა განხორციელდა უშუალოდ პოლიციელების მიერ - მთლიანობაში ჟურნალისტებზე ძალადობის განხორციელების 80% პოლიციური დანაყოფების ნამუსზეა. აღარ დავთვლი მაღაზიებსა და რესტორნებზე მაროდიორობის ფაქტებს - როდესაც ქონების გადარჩენის მიზნით, აფროამერიკელები თავის სავაჭრო ობიექტებს აწერდნენ: "ამის პატრონი ზანგია" - მაგრამ უშედეგოდ. არ დავწერ არც თეთრკანიანებთან მიმართებაში გამოვლენილი რასიზმის უამრავი ფაქტებისა და გაუგონარი სისასტიკის შესახებ. არც ამერიკის დამაარსებლების განადგურებულ ძეგლებზე. ამათ საკუთარი თავების გარდა ყველა იდიოტი რომ ჰგონიათ - ეს არის ზუსტად იდიოტიზმის პიკი" - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930