გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს

24-08-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოზიცია, თუ რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

"გუნდში ჩვენ გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს.
რაც შეეხება ჩვენი მხარდაჭერის საკითხს, თუ ვის დავუჭერთ ჩვენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება და ამის შემდგ ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე გავასაჯაროებთ. იყო საზოგადოებასა და ჩვენი გუნდის ნაწილშიც სურვილი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. როგორც იცით, მას არ სურს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენს გუნდში არის არა ერთი ადამიანი, რომელიც მონაწილეობის შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ გაიმარჯვებდა საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდაჭერით"-განაცხადა თალაკვაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031