გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პატრიარქი: ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება

24-08-2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, კონსტიტუცია აუცილებლად  ხალხს  უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე პარტიას. უწმინდესი იმედოვნებს, რომ კონსტიტუცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო სრულყოფილი გახდება.

ამის შესახებ  განცხადება საქართველოს პატრიარქმა   კონსტიტუციის ახალი რედაქციის პრეზენტაციაზე ყოფნისას გააკეთა.

 

"დღეს არის კონსტიტუციის დღე. ძველი რომაელები ამბობდნენ, მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს. ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია.  ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი კონსტიტუცია", - განაცხადა პატრიარქმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31