გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: საქართველო რჩება თავის საპარტნიორო პოზიციაზე, NATO-ს ღია კარის მხედველობის არეში შენარჩუნების უფლებით

11-07-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს სამიტს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, დღეს საქართველოს შასნები NATO-ში გაწევრიანების 50/50-ზეა.

 

„ყოველგვარი ირონიის გარეშე, სევდის გარდა უკრაინამ NATO-სკენ მიმავალ გზაზეც გაასწრო საქართველოს. ის უკვე ფაქტიურად ალიანსშია ამ ეტაპზე „სასწავლო პოლიგონის“ სახით. ეს ფაქტია და მაღალი ნდობის მაჩვენებელი. ამას ითხოვდა დასავლეთისგან თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი და უკრაინა ამ სტატუსს ეღირსა.

 

საქართველო რჩება თავის საპარტნიორო პოზიციაზე, NATO-ს ღია კარის მხედველობის არეში შენარჩუნების უფლებით. მერკშაიდერის უკვდავ შეკითხვას მდივან სტოლტენბერგის მისამართით: „დალოდების უფლება ხომ გვაქვს?“ თამამად გვიპასუხეს, რომ შეგვიძლია დაველოდოთ.

 

საკონტროლო შეკითხვას: „ხომ არ იცით, მიგვიღებენ თუ არა?“ ასევე დამაიმედებელ პასუხს გვაძლევენ („შეიძლება მიგიღონ, შეიძლება არა“). მეტი რა ჯანდაბა გვინდა? ასე რომ, ჩვენი შანსები კვლავ 50/50-ზეა, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე 100/0-ზე, მაგრამ გაცილებით მაღალია, ვიდრე 0/100-ზე. თუ გვსურს, ჩრდილო-ატლანტიკურ „ავტობანზე“ უკრაინას არ ჩამოვრჩეთ ან გავასწროთ კიდეც: ამის ფორმულა და ცოცხალი მაგალითიც იგივეა“, - წერს ქართველშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930