გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
m&i-ის ფორუმის საშუალებით ჩვენ კლიენტებს საქართველოს გავაცნობთ - ოდეტე ამავი

11-07-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გლობალურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვით არიან დაინტერესებულები.


„მე ღონისძიების დაგეგმვის კომპანიას წარმოვადგენ იტალიიდან და საფრანგეთიდან. m&i-ისფორუმის საშუალებით როგორც იქნა აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო მიმართულება, საქართველო ნამდვილად გამორჩეულია და დიდი პოტენციალი აქვს.  ჩვენს კლიენტებს ღონისძიებების დაგეგმვისას ვთავაზობთ ტრადიციულ მიმართულებებს: იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთს, საფრანგეთს, თუმცა ამ ფორუმის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ საქართველო და კლიენტებს ახალი საინტერესო მიმართულება შევთავაზოთ და გავაცნოთ“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე ოდეტე ამავი. 


საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.

m&i-ის ფორუმის მიზანია  საქართველოში მსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  ფორუმების, კონგრესების ჩატარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31