გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვუვლი - ახალი ციფრული პლატფორმა ავტომობილებისთვის

11-07-2023

🔹 დისტანციური ავტოსერვისების თანემდროვე ეკოსისტემა

🔹 ავტომობილის მოვლასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა სერვისი პროფესიონალი ავტოექსპერტების საშუალებით

🔹 „ვენის სადაზღვევო ჯგუფისა“ და „ჯიპიაი ჰოლდიგნის” ახალი ინვესტიცია ქართულ ბაზარზე


„ვუვლი” ქართულ ავტომომსახურების ბაზარზე ახალი ევროპული ინვესტიციაა. პლატფორმა voovly.ge მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღოს ავტომობილის, მოვლასთან და შეკეთებასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. ავტოსერვისების თანამედროვე ეკოსისტემა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომს ხდის მაღალპროფესიონალურ, სანდო და ექსპერტულ მომსახურებას. ბრენდის უნიკალურობას განსაზღვრავს სრულყოფილი ციფრული პლატფორმა, რაც სწრაფი, კომფორტული და მოსახერხებელი მომსახურების გარანტიაა.


„ვუვლი” აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესს იმისთის, რომ მომხმარებელს სრულყოფილი და ოპერატიული მომსახურება მიაწოდოს, რაც ავტომობილის მოვლა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ უსიამოვნო და არაკომფორტულ პრაქტიკას დაასრულებს. ავტომობილის მფლობელს ხელოსნებთან კომუნიკაცია, ქალაქში ქაოტურად განთავსებულ სერვისცენტრებში სიარული და ავტონაწილების ძებნა აღარ მოუწევს - მანქანას პროფესიონალი ავტოექპერტები მოუვლიან. ისინი მანაქანის შეკეთებას აორგანიზებენ და პროცესს ზედამხედველობასაც პირადად უწევენ, ავტომობილის მფლობელს კი ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიან. “ვუვლის” საოპერაციო მოდელი მომხმარებელს არა მხოლოდ გაუადვილებს მანქანის მოვლა-პატრონობის პროცესს, არამედ უფრო ხარჯთეფექტურს გახდის მას - ექსპერტული მიდგომა გამორიცხავს არასაჭირო დანახარჯებს და მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომები.


„ვუვლის“ პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ლელა ბულისკრია: „ბრენდის შექმნის დროს, სიღრმისეულად შევისწვალეთ ავტომფლობელების წუხილები და პრობლემები. ჩვენი მიზანია, რომ სწორედ მომხმარებელთა გამოწვევებს ვუპასუხოთ და პრობლემის გადაჭრის გზები შევთავაზოთ მათ. ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, თუმცა აღსანიშნია, რომ კვლევით გამოვლენილი ძირითადი პრობლემა არის უნდობლობა ხელოსნების მიმართ და ბაზარზე ამ მიმართულების ექსპერტების ნაკლებობა. ჩვენი მიზანი ამ რეალობის შეცვლაა. „ვუვლის“ სახით გაჩნდა ბრენდი, რომელსაც ანდობ ავტომობილს. სერვისი მოიცავს მანქანასთან დაკავშირებულ ყველა მომსახურებას, იქნება ეს გემიური სერვისი: ზეთის, ხუნდების, ცვეთადი ნაწილების შეცვლა თუ გადაუდებელი მომსახურება, როგორიც არის მაგალითად, ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების შეკეთება. ყველაფერს ჩვენი ავტოექსპერტი აგვარებს. მისი გამოძახება კი ერთი კლიკითაა შესაძლებელი. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ავტომობილის მფლობელთან , შეკეთების პროცესი კი ჩვენი მეთვალყურეობით მიმდინარეობს. 


„ვუვლი“ „ვენის სადაზღვევო ჯგუფისა“ და „ჯიპიაი ჰოლდინგის „ მხარდაჭერით შეიქმნა. “ვენის სადაზღვევო ჯგუფს” მსგავსი მომსახურება ევროპის 11 ქვეყანაში აქვს და საქართველოც მომდევნო წარმატების მაგალითი უნდა გახდეს. ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში დაბალ პროფესიონალიზმთან ერთად, მანქანის შეკეთების ბაზარი ჩრდილოვანი სტრუქტურით და დაურეგულირებელი სისტემით ხასიათდება.სწორედ ევროპული ექსპერტიზა და გამოცდილება ქმნის გარანტს, რომ “ვუვლი” ავტომფლობელებისთვის სანდო და საიმედო პარტნიორი იქნება და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ავტომომსახურების სფეროს.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, პაატა ლომაძე: „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ საავტომობილო ბაზარზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, თუმცა მოდელი, რომელიც მომხმარებელს ჩვენ შევთავაზეთ, არის განსაკუთრებული და ქართულ რეალობას მორგებული. „ვუვლის“ მთავარი ამოცანაა, რომ ავტომობილთან დაკავშირეული ყველა პრობლემა მარტივად, ერთი სივრცეში მოგვარდეს. „ჯიპიაისა“ და „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთობლივი ინვესტიცია არის გარანტი იმისა, რომ მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით ვუზრუნველყოთ პროფესიული მომსახურების დანერგვა ქართულ ბაზარზე, რომელიც ბევრ ადამიანს მოუტანს პოზიტიურ შედეგს როგორც ხარჯთეფექტურობის, ისე კომფორტის თვალსაზრისით.“


„ვუვლი” მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორებთან თანამშრომლობს, სწორედ ეს განსაზღვრავს მომსახურების ეფექტიანობას. სიმშვიდის საფუძველს კი პროფესიონალი ავტოექსპერტები ქმნიან. ავტოექსპერტის გამოძახება და ნებისმიერი სერვისის მიღება მარტივად , რამდენიმე კლიკით - ვებგვერდიდან - www.voovly.ge ან მობილური აპლიკაციით voovly ხორციელდება. მომსახურების მიღება კი ერთჯერადად ან ყოველთვიური საწევროს გადახდის შემთხვევაში - შეუზღუდავად არის შესაძლებელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930