გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში თაღლითთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს

25-08-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ა. ფ., 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1980 წელს დაბადებული კ. ყ. დააკავეს, ხოლო 1986 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.


ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოქალაქეებისა და სხვადასხვა შპს-სგან იჯარის ხელშეკრულებით იქირავეს 6 ავტომობილი, რომლებიც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნაწილებად დაშალეს.


სამართალდამცველებმა 4 ავტომობილის ნაწილები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანარჩენი ავტომანქანების ამოღების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.


გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031