26-08-2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამერიკელი სენატორის, საქართველოს გამორჩეული მეგობრის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ჯონ მაკკეინს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ამერიკელ ხალხს, გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს"-ნათქვამია სამძიმრის წერილში.