გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი

15-07-2023

მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გუნდი, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო ძალიან ღირსეულად, ძალიან ძლიერად წარმოჩინდა ჩვენი ფეხბურთის ნაკრები, მინდა ჩვენს მაგარ ბიჭებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და ამ ძალიან ბევრი სიხარულისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურა, სტადიონები, განახლებული ბაზები დარჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.


"ვფიქრობ ეს ყველაფერი რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურა, სტადიონები, განახლებული ბაზები დარჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს და გაიზრდებიან მომავალი თაობა და უფრო მაგრად გავიმარჯვებთ მომდევნო ჩემპიონატებზე, მადლობა", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31