გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

26-08-2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახსა და ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

 

 

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს სენატორი ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო. ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი სიცოცხლეშივე იქცა პატრიოტიზმის, სიმართლისათვის ბრძოლის, ღირებულებებისათვის თავგანწირვისა და შემართების სიმბოლოდ, რომელიც საკუთარი შეუპოვრობით სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსათვის. მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე განუზომელია, ფასდაუდებელია მისი თანადგომა ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე დღეებში.

მისი თაოსნობითა და უშუალო მონაწილეობით განხორცილდა არაერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და მთელ ამერიკელ ხალხს. ჯონ მაკკეინის სახელი სამარადისოდ დარჩება კაცობრიობის ისტორიაში”-ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031