17-07-2023
2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 2 884 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 17.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1 678 ტონით (2.4-ჯერ), ხოლო ღირებულება - 10.0 მლნ აშშ დოლარით (2.4-ჯერ) გაიზარდა.
ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (2 730.9 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (39.7 ტონა), პოლონეთში (37.0 ტონა), ნიდერლანდებში (24.5 ტონა), სომხეთში (20.9 ტონა), გერმანიაში (11.1 ტონა), კატარში (5.7 ტონა), კუვეიტში (4.3 ტონა), საუდის არაბეთში (3.9 ტონა), ბაჰრეინში (2.7 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (3.0 ტონა).
16-11-2024
16-11-2024