გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო, გულწრფელ თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ომარის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას

17-07-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


მთავრობის მეთაური თანადგომას და სამძიმარს უცხადებს ომარ მხეიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას.


„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო.


ბატონი ომარი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას; მისმა შემოქმედებამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გააცნო საქართველო, როგორც უძველესი და თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა, ხოლო საკუთარ სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა.


გულწრფელ თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ომარის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30