გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის კოდექსი რომ იყოს რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და ჩვენ ამაზე არ წავიდოდით

17-07-2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის კოდექსი რელიგიური მიმართულებით დისკრიმინაციული არ არის.


„სახელმწიფოს მიმართ „გირჩის“ პირველი პრეტენზია იყო, რომ წვევამდელებს ვანაწილებდით სხვადასხვა უწყებებში, რაც აღმოფხვრილი იქნება. თავდაცვის კოდექსი რომ იყოს დისკრიმინაციული რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და მის განხილვებამდე „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „გირჩს“ რელიგიასთან არანაირი შეხება არ აქვს. ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შევედით და ეს ლეგიტიმაცია ცალსახად მივანიჭეთ მათ. რეალურად ეს არ არის ეკლესია, ესენი არ არიან სასულიერო პირები, შესაძლოა მიმდინარეობა დააფუძნონ, მაგრამ არანაირი შეხება მათ რელიგიასთან არ აქვთ და ვერ ექნებათ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნულ საკითხებს საკმაოდ ფართო პირთა წრე, მათ შორის სამართალმცოდნეები განიხილავდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30