გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიადგა, ათიათასობით ადამიანი დაღუპულია, 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში, ამ ტრაგედიის და გამოწვევების ფონზე როცა დრო გაქვს და ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტა

19-07-2023

უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია, ტრილიონ დოლარზე მეტის ზარალი მიადგა, ათიათასობით ადამიანი დაღუპულია, 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში, ამ ტრაგედიის და გამოწვევების ფონზე როცა დრო გაქვს და ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს, კითხვის ნიშნები ისმის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ყოველივე ეს ამყარებს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და მთავრობის მტკიცებულებებს, რომელიც მანამდე ისედაც ჰქონდათ.


„მთელი მსოფლიო გადართულია იმაზე, რომ, ამხელა მოლოდინი იყო უკრაინის კონტრშეტევებთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ გენერალ მილის შეფასებები, რომელმაც თქვა, რომ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს კონტრშეტევები უკრაინაში. უკრაინის მთელი ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული, ტრილიონ დოლარზე მეტი არის ზარალი, რომელიც უკრაინას მიადგა. ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული და 20 მლნ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ემიგრაციაში. ზოგმა ქვეყანა დატოვა, ამბობენ, რომ 7-10 მილიონი შეიძლება იყოს, მეორე ათმა მილიონმა ქვეყნის შიგნით გადაინაცვლა, ანუ დროებით იძულებით გადაადგილებული პირია. აი ამ ტრაგედიის შემდეგ, ყოველდღიური გამოწვევების ფონზე, ვინც არ უნდა იყოს, გვარს აღარ გავიმეორებ, თქვენ ახსენეთ წეღან, გნებავთ არახამია, გნებავთ ნებისმიერი, როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ, სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით რაღაცა დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და ჩვენს მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ მანამდე ისედაც გვქონდა. აი ეს არის მთელი ფილოსოფია",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31