გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ჯანიაშვილი: თურქეთში მაკოეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება დადებითად აისახება საქართველოზეც

27-08-2018

„ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი სახელმწიფოს საიმედოობის მაჩვენებელია - ის ინვესტორებს აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენად სარისკოა კონკრეტულ ქვეყანაში ფინანსების ჩადება ან ამ ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის ფულის სესხება,“ - განაცხადა ეკონომიკის მკვლევარმა, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა მერაბ ჯანიაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს “Fitch”-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის შეფასებისას, რომელიც 24 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მანამდე, 2018 წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch“ მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.

მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, ამჯერად, რეიტინგი, მართალია, უცვლელი დარჩა, მაგრამ მისი გაუმჯობესება შესაძლებელია, თუკი შემცირდება ან განეიტრალდება ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო შოკები, მათ შორის, თურქეთში განვითარებული ნეგატიური მოვლენები, ან რუსეთის მიმართ აშშ-ის მიერ სანქციების შესაძლო დაწესება. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს რეალურად შეუძლია, არსებული საგარეო ვალისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი, პრეტენზია ჰქონდეს საკრედიტო რეიტინგის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე. საკრედიტო რეიტინგში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის (მეზობელი) ქვეყნების რეიტინგებს, რადგან ისინი პირდაპირ აისახება საქართველოს რეიტინგზე, როგორც პოტენციური საგარეო შოკი/ სარგებელი. „ამდენად, თურქეთში მაკოეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება დადებითად აისახება საქართველოზეც, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საკრედიტო რეიტინგის გაზრდის პერსპექტივაა", - დასძინა მან.

მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგი რისკების შეფასებისას, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურ ფაქტორებსაც მოიცავს. „ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე ხელმისაწვდომობისათვის, განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა კარგი რეიტინგის მიღება უმნიშვნელოვანესია. იმისათვის, რომ გაუიაფდეს ქართულ კომპანიებს და სახელმწიფოს უცხოეთიდან თანხების მოზიდვა, ქვეყანა უნდა ისწრაფოდეს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისკენ. დღესაითვის საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ისტორიაში ყველაზე მაღალ დონეზეა,“ - განაცხადა მან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930