გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სარჯველაძე: რომ გაამძაფრონ შთაბეჭდილება, თითქოს სააკაშვილი პოლიტპატიმარია, სხვა მითების შეთხზვითაც იქნებოდნენ დაკავებული - ამ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ნიკა გვარამია, ან კეზერაშვილი

23-07-2023

გვარამიასთან მიმართებაში იყო თუ არა ლობიზმი წარმართული, გამიჭირდება ზუსტად ამის თქმა, არ ფიგურირებს ეს სახელი და გვარი, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ საქართველოს "გაშავების" საქმეში, რასაკვირველია, არავინ მოერიდებოდა ამ გვარის და სახელის დასახელებას და ამ კონტექსტში საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტებზე საუბრისას დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, რამდენად არის შესაძლებელი, ნიკა გვარამიას გათავისუფლება ლობისტური კამპანიის შედეგი ყოფილიყო.


როგორც სარჯველაძემ განმარტა, სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენისთვის, ლობისტებს სხვა პრეცედენტებზე მითითება დაეხმარებოდა, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ მათ ნიკა გვარამიას საქმე ამ მიზნით გამოეყენებინათ.

 

"იმისთვის, რომ გაამძაფრონ შთაბეჭდილება, თითქოსდა საააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ასეთ შემთხვევაში, სხვა პრეცედენტებზე მითითება მათთვის იქნებოდა იდეალური საშუალება, ამიტომ რასაკვირველია, სხვა მითების შეთხზვითაც იქნებოდნენ დაკავებული. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ნიკა გვარამია, ან შეიძლება ფიქრობენ იმას, რომ კეზერაშვილი არის მედია-დევნილი და ამის ტირაჟირებას ახდენდნენ. ამიტომ ლოგიკურად ემბება, რომ ცალკეული პიარ-კამპანიის ნაწილი ყოფილიყო ნიკა გვარამიას საკითხიც" - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30