გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ხელში მანიპულაციის საშუალებაა - ფიქრობენ, რომ ქართული საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში გამოვა

24-07-2023

„კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ხელში მანიპულაციის საშუალებაა.“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ, მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვა ქუჩაში.


„ვიცით, რომ, სამწუხაროდ, გლობალური ომის პარტია არსებობს. ეს პარტიაა ევროპაშიც და ამერიკაშიც. ასე რომ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ხელში მანიპულაციის საშუალებაა. ვითომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია და ამიტომ არ აძლევენ სტატუსს, სინამდვილეში კი ამით ფიქრობენ, რომ საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში გამოვა.


მტკიცებულებებით პირდაპირ ვამბობდით, რომ გლობალური ომის პარტია მოგონილი კი არ არის, არამედ, რეალურად არსებობს. აქ შედიან ის ევროპარლამენტარები, უკრაინისა და ამერიკის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც იმის ილუზიას ქმნიან, რომ თითქოს საქართველოში უბედურება ხდება, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რათა მერე უკრაინის გვერდით დადგეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ფრონტი იქნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930