25-07-2023
საქართველოში მიმდინარეობს კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, რომელშიც მონაწილეობს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, პარლამენტის დეპუტატი ეკა სეფაშვილი.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით ტარდება.
მასში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ. კონფერენციის თემაა საქართველოს მიერ ევროკავშირისგან მიღებული 12 რეკომენდაციის შესრულება, ასევე, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე რეფორმები, რაზეც საქართველოს პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართება.
16-11-2024
16-11-2024