გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი კელი დეგნანზე: როგორ წარმოგიდგენიათ, ხარ ქვეყანაში დანიშნული ელჩი, ამ ქვეყანას ეხება ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტი, რომელსაც შენი წარმდგენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს და ამას არ იცნობ, არავინ დაიჯერებს

25-07-2023

როგორ წარმოგიდგენიათ, ხარ კონკრეტულ ქვეყანაში დანიშნული ელჩი, ამ ქვეყანას ეხება საკითხები, რომელსაც შენი წარმდგენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს და ამას არ იცნობ. ეს არის საკითხი, რომელსაც არავინ დაიჯერებს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „POSTV“-ს ეთერში განაცხადა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ მას არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტი.


დავით მათიკაშვილმა ისაუბრა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელზე ევან ელიოტზე, რომელიც FARA-ს დოკუმენტებში ფიგურირებს.


მისი თქმით, ოფიციალური პირის ინფორმირების გარეშე მის სახელს და გვარს ეს დოკუმენტი წესით არ უნდა შეიცავდეს, ფაქტია, რომ ეს ასეა. თუკი ოფიციალურმა პირმა იცის ეს საკითხი, აქედან მარტივად ვაკეთებთ ლოგიკურ დასკვნას, რომ მისმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაც ფაქტია, უნდა იცოდეს.


„როგორ წარმოგიდგენიათ დიპლომატიურ სივრცეში, ხარ კონკრეტულ ქვეყანაში დანიშნული ელჩი, ამ ქვეყანას ეხება საკითხები, რომელსაც შენი წარმდგენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს და ამას არ იცნობ. ეს არის საკითხი, რომელსაც არავინ დაიჯერებს. განმცხადებლის სინდისზე იყოს ეს ყველაფერი, რამდენად გულწრფელი იყო.


 ჩემი კოლეგების ზოგიერთ ემოციურ პოსტებს კითხულობს და მასზე აქვს რეაქცია და რეაგირება და როგორ დავიჯერო, რომ შეერთებული შტატების ასეთ ვრცელ დოკუმენტებს არ ეცნობა, სადაც საქართველოზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია საელჩოს თანამშრომლის საკითხი. როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი მოცემულობა, რომ ორ არასახელისუფლებო მხარეს შორის იდება რაღაც ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში საუბარია სააკაშვილის ოჯახზე და იმ კომპანიებზე და ხელშეკრულებაში მითითებულია ოფიციალური პირის სახელი და გვარი.


მისი ინფორმირების გარეშე ამ პირის სახელს და გვარს ეს დოკუმენტი წესით არ უნდა შეიცავდეს, ფაქტია, რომ ეს ასეა. თუკი ოფიციალურმა პირმა იცის ეს საკითხი, აქედან ძალიან მარტივად ვაკეთებთ ლოგიკურ დასკვნას, რომ მისმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმაც ფაქტია, უნდა იცოდეს ეს საკითხი. სწორედ აქ შემოდის ის სამწუხარო რეალობა, სადაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეული ძალები, მეტ კონკრეტიკას თავი დავანებოთ და ისევ ასე მოვიხსენიოთ, გლობალური ძალა, რომელსაც სურს საქართველო ჩაითრიოს ომში, ამ სიტუაციაში სამწუხაროდ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლობის თანამშრომელია გარეული“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930