26-07-2023
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში, სამეცნიერო ექსპედიციის წევრები მუშაობენ.
სპეციალისტები საქართველოს ტყის იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების ლოკაციების დაზუსტებას და აღწერას ახორციელებენ. პროექტი 4 რელიქტური სახეობის, ჰართვისის მუხის (კოლხური მუხა, Quercus hartwissiana Steven.), პონტოს მუხის (Quercus pontica K.Koch.), რცხილფოთოლა ძელქვას (კავკასიური ძელქვა, Zelkova carpinifolia (Pall.) K.Koch.) და ლაფანის (Pterocarya pterocarpa(Michx) Kunth.) ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას, ex-situ კონსერვაციას, მოლეკულურ-გენეტიკური და მოფომეტრიული კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება საკვლევი სახეობების შესახებ არსებული ინფორმაციის განახლება,GIS-შიგავრცელების ამსახველი გეორეფერენსირებული თემატური რუკების შექმნა,in-situ სათესლე უბნების დადგენა, აღნიშნული სახეობების თესლის დამუშავება სტანდარტების შესაბამისად და თესლთა ბანკში შენახვა (ex-situ), მუხების ორი საკვლევი სახეობის ფოთლების მორფომეტრიული აღწერებისა და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარება მათი ტაქსონომიური სტატუსის დასაზუსტებლად.პროექტი ასევე ითვალისწინებს აქამდე შესწავლილი 14 სახეობისა და აღნიშნული 4 სახეობის მასალებზე ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნასქართულ-ინგლისურ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყეები გამორჩეულია მცენარეთა მრავალფეროვნებით, მრავლად არის ენდემური, რელიქტური სახეობები, რომელთა ნაწილი გადაშენების საფრთხის წინაშეა. საქართველოს ველური ფლორის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაცია არაერთი საერთაშორისო კონვენციითიარის განსაზღვრული.
პროექტი, ავსტრიის ტყეების კვლევის ცენტრის (BFW) სილვაკულტურის, ტყის ზრდისა და გენეტიკის დეპარტამენტის, გენომის კვლევის განყოფილების უფროსის კონსულტაციით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
16-11-2024
16-11-2024