გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ჩვენ, „ხალხის ძალას“ სწორედ ეს გვსურდა, რომ ხალხს გაეგო სიმართლე - ფარულად რომ შემოდის საქართველოში ეს ასობით მილიონი დოლარი და „ენჯოების“ მიერ ფარულად, მალულად, არამიზნობრივად იხარჯება

27-07-2023

„FARA“-ს დოკუმენტებში რა წერია, იმის იქით კიდევ რა მოხდა, საიდან, რა როგორ აიღო - ფაქტი არის ის, რომ მარგველაშვილს ჰქონდა მისი კუთვნილი ფუნქცია ამ დიდ სქემაში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.


როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, „ნაცმოძრაობის“ დასავლელი ლობისტები მილიონობით დოლარს ხარჯავენ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით დაბრუნდეს ხელისუფლებაში.


„ერთი ჭეშმარიტება არსებობს ასეთ საკითხებში - იმ საქმეში რაშიც მილიონობით დოლარს იხდიან, უფასოდ არ ემსახურებიან. ეს ვიცით ყველამ. „FARA“-ს დოკუმენტებში რა წერია, იმის იქით კიდევ რა მოხდა, საიდან, რა როგორ აიღო - ფაქტი არის ის, რომ მარგველაშვილს ჰქონდა მისი კუთვნილი ფუნქცია ამ დიდ სქემაში. ის იყო, როგორც ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ამაში. 2012 წლამდე მე მისი ყველა სიტყვა და გამოსვლა მახსოვს, ის ჩვენთან ერთად იდგა ქუჩაში.


ეს იყო პიროვნება, რომელიც სააკაშვილს ებრძოდა, სისხლიან დიქტატორს ეძახდა (ეს მისი სიტყვებია). დღეს სააკაშვილი აღმოჩნდა მისთვის მისაღები პიროვნება და მის გათეთრებაში იღებს მონაწილეობას. რა არის უცხოელების დაკვეთა? ოჯახის სურვილი რომ არის ცალკე თემაა, მაგრამ უცხოელების დაკვეთა რა არის? „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, სააკაშვილის ხელმძღვანელობით - დღეს, ეს არის დასავლეთის დაკვეთა. ამ დაკვეთის შემსრულებლები არიან ისინი, ვინც იქ არიან მოხსენიებული.


ოღონდ, ეს ერთი მცირე ჯგუფია, კიდევ ბევრია მათ გარდა. მარგველაშვილი ამ რგოლში იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. იცით რა არის მნიშვნელოვანი? გუშინ მთელი დღე სოციალურ ქსელში იწერებოდნენ, თვითონ მარგველაშვილმაც დაწერა, რომ თანხა არ აუღია, „ქართული ოცნება“ დეზინფორმაციას ავრცელებს და ა.შ.. სასაცილოც იყო ის, რომ თავად მარგველაშვილმა, მისმა მეუღლემ, გარემოცვამ და მთელმა ოპოზიციამ დაწერა კომენტარი და აქცენტი იყო გაკეთებული თანხაზე. იმდენად უტვინოდ აკეთებდნენ კომენტარებს, თანხის რაოდენობა რომ არ უნდა ეხსენებინათ, ამდენს ვერ ხვდებოდნენ. ის თანხა ეცოტავათ, რაც იქ ეწერა. ამ თანხად გაიყიდებოდა? - ამ თანხად გავიყიდებოდი? [ასე წერდნენ].


წარმოიდგინეთ, თუ კი იქ მილიონი ეწერებოდა, მაშინ დასაშვები იყო, ანუ მაშინ გაიყიდებოდა? ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის იცით რა არის მნიშვნელოვანი? ერთია, რაში გადაიხადა გიული ალასანიამ თანხა ამერიკულ ლობისტურ კომპანიებში, რომლებმაც კონკრეტული მომსახურება შესთავაზეს, რაშიც იყო დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება, რადგან იქ ეწერა, რომ საქართველოს დასანქიცირებაში უნდა დაეთანხმებინათ ენტონი ბლინკენი, დიდი ბრიტანეთი, აშშ-ს სენატორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები და ა.შ...

ეს რაც ოფიციალური დოკუმენტებით ვნახეთ და ვიცით ამერიკელებისგან, რაში არის თანხა გადახდილი. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ასობით მილიონი დოლარია გადახდილი, ზოგადად სააკაშვილის გათეთრებაში, ამ ოპოზიციისა და „ნაცმოძრაობის“ ლობიზმში დასავლეთიდან, რომლებსაც სურთ ამ დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება. ამაში არის ასეულ მილიონობით დოლარი გადახდილი. ეს არის სწორედ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადგილობრივ „ენჯოებზე“ გადმორიცხული თანხები, ე.წ. „გრანტები“.


ნახეთ რა გააკეთეს ძველი ოდიოზური „ენჯოების“, რომელთა სახელიც უკვე ძალიან ყვირის, მითუმეტეს, ჩვენც „ხალხის ძალამ“, ხელი შევუწყვეთ ამას და გამოვააშკარავეთ მათი სახელები, შექმნეს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, სრულიად ახლები და იმ ორგანიზაციებს აძლევენ „გრანტებს“. ყოველგვარი გამოცდილების და პროფესიონალიზმის გარეშე. რატომ? იმიტომ, რომ მათი სახელი ჯერ არ ყვირის, ხალხმა არ იცის. მთავარი არის, რომ ფული მიდის იმ დანიშნულებით, რაც მათ შემოაქვთ საქართველოში. ჩვენ, „ხალხის ძალას“ სწორედ ეს გვსურდა, რომ ხალხს გაეგო სიმართლე - ფარულად რომ შემოდის საქართველოში ეს ასობით მილიონი დოლარი და „ენჯოების“ მიერ ფარულად, მალულად, არამიზნობრივად იხარჯება (მიზნობრიობა სულ სხვა უწერიათ და რეალურად სხვა რამისთვის იხარჯება ეს თანხები), ამის მიზნობრიობა გაგვეგო, რისთვის იხარჯება. ამის უფლება არ მოგვცეს. ბუნებრივია, არ მოგვცემდნენ, სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩო მთელ ამ პროცესებს და დეზინფორმაციას მარტის თვეში. ლამის ამბოხი, ლამის არა - ამბოხი მოგვიწყვეს, მაგრამ ვერ დაასრულეს მათთვის სასურველი შედეგით“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930