გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი: „ხობი 2 ჰესის" მშენებლობაზე 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია

28-07-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი "ხობი 2 ჰესის" მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. სადგური სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარეობს მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 46,7 მგვტ, ხოლო წელიწადში მას 202 მლნ კვტ.სთ - ის გამომუშავება შეუძლია. სადგურის პროექტის ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით 63,1 მლნ.აშშ. დოლარი შეადგინა.


„ხობი 2 ჰესი" მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში. უშუალოდ მშენებლობის პროცესში 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილია ადგილობრივია. სადგურის ამოქმედება რეგიონის ელექტრომომარაგებას კიდევ უფრო მდგრადს და სტაბილურს გახდის, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავალი ექნება," - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ,,ხობი 2 ჰესის" მშენებლობაზე გაფორმდა 2015 წელს. სადგური ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს შევა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930