გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: კელი დეგნანი საქართველოს ძალიან არასწორად უყურებს

28-07-2023

„სრულიად მიუღებელია იმ განცხადების ტონი, რომელიც აშშ-ის საელჩომ საქართველოში FARA-ს კანონის მეშვეობით გასაჯაროებული კონტრაქტის საპასუხოდ გამოაქვეყნა.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისი თქმით, განცხადებაში იმ კითხვებზე საერთოდ არ არის პასუხი გაცემული, რაც ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა FARA-ს კანონის მეშვეობით გასაჯაროებული კონტრაქტის შემდეგ და მსგავსი ბუნდოვანება აშშ-ის სალეჩოსთვის, ზოგადად, დამახასიათებელია.


„ქალბატონი კელი დეგნანი საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყანას მთლიანად, სამწუხაროდ, ძალიან არასწორად უყურებს. ეს ადამიანი გვარწმუნებს, რომ ერთი მხრივ, მან თითქოს წაიკითხა და დეტალურად შეისწავლა ცენტრი „ემპათიას“ 1000-გვერდიანი დასკვნა, თუ როგორ „სჭირს“ სააკაშვილს დემენცია, როგორ კვდება, როგორ წამლავენ რუსული წამლებით, როგორ უყრიან საჭმელში დარიშხანს, პოლონიუმს, ასხივებენ მანქანებით და ა.შ. და მეორე მხრივ, თურმე წაკითხული არ აქვს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც მისი საელჩოს ოფიცრის მონაწილეობაზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს არის დაუჯერებელი და მით უმეტეს, სრულიად მიუღებელია იმ განცხადების ტონი, რომელიც აშშ-ის საელჩომ საქართველოში ამ ყველაფრის საპასუხოდ გამოაქვეყნა. ეს განცხადება არის მკაცრი, ვითომ პრინციპული და თუმცა, ბუნდოვანი და გაურკვეველი.


საერთოდ არ აქვთ პასუხი გაცემული იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა. საუბარია იმაზე, თუ რა როლი აქვს აშშ-ის თანამშრომელს ამ ყველაფერში, ვის დაურეკა, ვის ელაპარაკა და ა.შ. ასეთი გაურკვეველი პასუხები კი, რაც აშშ-ის საელჩოს საქართველოში ამასთან დაკავშირებულ განცხადებაში ჰქონდა, მათგან ძალიან ხშირია ხოლმე. ასეთივე პასუხი ჰქონდა კელი დეგნანს მაშინ, როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ვკითხეთ, შედგა თუ არა მათი შეხვედრა, რაზეც ქალბატონმა კელი დეგნანმა ძალიან ორაზროვანი პასუხი გაგვცა.


დღემდე არ გაუცია ჩვენს მიერ მრავალგზის გამეორებულ კითხვაზე - მონაწილეობდა თუ არა ბაკურიანის შეხვედრაში, რომელსაც ბატონი აკერმანი ატარებდა და სადაც საქართველოს ხელისუფლების არა არჩევნების, არამედ რევოლუციის გზით შეცვლა იგეგმებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან დამაჯერებელი ინფორმაცია ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, გვაქვს ინფორმაცია, მონაწილეობდა თუ არა კელი დეგნანი იქ, მაგრამ, გვინდა მისი პასუხი. ან მკაფიოდ თქვას - „არა“, ან მკაფიოდ თქვას - „კი“. თუ არას იტყვის, ამის შემდეგ ჩვენ ვიტყვით, თუ რატომ გვაქვს ეჭვები. თუმცა, დღემდე არც ბუნდოვანი და არც მკაფიო პასუხი არ მოგვისმენია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930