გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: დღეს რომ ჩვენ აქ ვსხედვართ და ქვეყანაში მშვიდობაა, დღეს რომ ქართული საზოგადოება ძალიან ბევრ თემაზე თამამად ლაპარაკობს, ამაში „ხალხის ძალის“ ძალიან დიდი დამსახურებაა

28-07-2023

„ყველგან, სადაც მივდივართ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ადამიანები გვხვდებიან და აქეთ გვეუბნებიან იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ერთ წლის წინ, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით და რისი თქმაც ერთ წლის წინ უბრალოდ შოკი იყო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.


მისი თქმით, „ხალხის ძალის“ დიდი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში მშვიდობაა და პოლიტიკურ პროცესებზე სიმართლის თქმა არის შესაძლებელი.

„შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდი წილი სიმართლეა ამაში - დღეს რომ ჩვენ აქ ვსხედვართ და ქვეყანაში მშვიდობაა, ამაში ძალიან დიდი დამსახურებაა „ხალხის ძალის“. დღეს რომ ქართული საზოგადოება ძალიან ბევრ თემაზე თამამად ლაპარაკობს, ამაშიც „ხალხის ძალის“ ძალიან დიდი დამსახურებაა.


ჩამოვხსენით ფარდა ძალიან ბევრ აქამდე დაფარულ საიდუმლოებას, ვუთხარით ხალხს სიმართლე. შეიძლება, ბოლომდე ჩვენც ვერ გავბედეთ, მაგრამ მაინც ვუთხარით სიმართლე და დღეს ამ სიმართლეს ლაპარაკობს ყველა, იმეორებენ პოლიტიკოსები. ყველგან, სადაც მივდივართ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ადამიანები გვხვდებიან და აქეთ გვეუბნებიან იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ერთ წლის წინ, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით და რისი თქმაც ერთ წლის წინ უბრალოდ შოკი იყო იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც დაგვიტოვა დღის წესრიგი და ნარატივი, ჩვენც ვერ შევცვალეთ, ვერ გადავაბიჯეთ ამას და დავრჩით ისევ იმ მდგომარეობაში. პრაქტიკულად, ეს იყო ხალხისთვის ნახევრად სიმართლის თქმა და ყველაფერზე იმის თქმა, რომ კი ბატონო, თქვა კუბილიუსმა, ის ძალიან კარგი კაცია, მეგობარია, მაგრამ... აი ამ მაგრამის შემდეგ, ჩვენ ვეცდებით დავეწიოთ და გამოვასწოროთ...


ჩვენ კი ხალხს ვუთხარით სიმართლე და კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან თამამად, რომ დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა, დღეს რომ ჩვენ აქ ვართ, ეს არის „ხალხის ძალის“ ძალიან დიდი დამსახურება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან ერთად. ხელისუფლების ეს პოლიტიკა რომ არ ყოფილიყო, „ხალხის ძალის“ ნათქვამი ვერაფერს იზამდა, მაგრამ ჩვენ გავუკვალეთ ეს გზა.


კიდევ ერთს ვიტყვი. ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგიები - დაძაბავენ სიტუაციას და შემდეგ უკვე აღარაფერი გრჩება, გარდა იმისა, რომ იარაღი აიღო ხელში და დაღუპვისკენ წაიყვანო ხალხიც და ქვეყანაც. ზუსტად ჩვენმა ერთწლიანმა მუშაობამ ხალხს დაანახა სიმართლე, რის გამოც უფრო ძნელად მუშაობს ეს ტექნოლოგიები. თუნდაც, იგივე ამ ქართული FARA-ს კანონზე, ვიღაცეები ამბობენ, რომ მისი უკან გაწვევა იყო მარცხი. სინამდვილეში ეს იყო უზარმაზარი გამარჯვება იმიტომ, რომ ქვეყანა გადარჩა უბედურებას და ამისთვის მადლობა ჩვენს ხალხს, რომ ასე მიიღო ჩვენი ნათქვამი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930