გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში დიპლომატის გიორგი რობაქიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

29-07-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატის გიორგი რობაქიძის წიგნის „პოპულისტური და რადიკალური პარტიების გაძლიერება „ვიშეგრადის ოთხეულის“ (V4) ქვეყნებში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

პრეზენტაციაზე თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ წიგნში მოცემული თემების აქტუალობასა და ცენტრალურ ევროპაში განვითარებული მოვლენების გაანალიზებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „გამოცემა კარგად წარმოადგენს იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა ცენტრალურ ევროპაში, კარგად ასახავს იმ რადიკალურ მოძრაობებს, რომელიც ამ რეგიონში არსებობდა და ახლაც ქმნის პოლიტიკურ დღის წასრიგს.“

 

თსუ პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ სტუდენტებთან აქცენტი გააკეთა ევროკავშირის შემქმნელი ბირთვის - დასავლეთ ევროპისა და ცენტრალური ევროპას, კერძოდ, „ვიშეგრადის ოთხეულს“ შორის არსებულ განსხვავებაზე. მისი თქმით, „ეს რეგიონი ყოველთვის იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განუწყვეტელი დავის საგანი, რამაც განაპირობა ამ ქვეყნებში ანტილიბერალური განწყობების მატება და პოპულისტური და რადიკალური პარტიების ერთგვარი წარმატება.“

 

წიგნის ავტორის გიორგი რობაქიძის განცხადებით, „გამოცემა საინტერესოა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სიღრმისეულად აპირებენ პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლას. მასში ასახულია აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნებში: პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში გასული საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელ პერიოდამდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები., „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნების მაგალითზე შესწავლილია ევროპის პოსტკომუნიტური ქვეყნების მოსახლეობაში პოპულისტური და რადიკალური განწყობების მატების მიზეზები, გამოვლენილია საერთო ტენდენციები, განსაზღვრულია შესაძლო ნეგატიური შედეგები და მასთან ბრძოლის სავარაუდო გზები“.

 

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია წიგნის ავტორსა და თსუ სტუდენტებს შორის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930