გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა და ეს ორი „ლუზერი“, ერთი პარტიიდან გაგდებული, საკუთარი ოჯახისგან იგნორირებული და მეორე - ათას „ენჯეოს“ გადაფრენილი, აპროტესტებენ გაუსაჯაროებელ დოკუმენტს

31-07-2023

„აი, ამ „ენჯეოშნიცას“ მოტივი რა არის, თან გაუსაჯაროებელ დოკუმენტზე ასეთი პრიმიტიული გამოხმაურება? - მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დავალება, რომელსაც ასეთ დროს იღებენ გავლენის ბენეფიციარები“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

 

ქადაგიძე ასევე ეხმიანება ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მსგავსი შინაარსის განცხადებას. ქადაგიძის თქმით, ჯერ კიდევ გაუსაჯაროებელი დოკუმენტის ნეგატიურად შეფასება იმაზე მიუთითებს, რომ ამ შეფასების ავტორები გავლენიანი პირების დაკვეთას ასრულებენ.

 

„ფაქტების კონსტატაცია საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ჯერ არ გასაჯაროებულა. ანუ არ ვიცით, კონკრეტულად რა მიმართულებებსა და სფეროებზე გავრცელდება თანამშრომლობა. ჰოდა აი ეს ორი „ლუზერი“, ერთი ამერიკაში ჩამოლაბორანტებული, პარტიიდან გაგდებული, საკუთარი ოჯახისგან იგნორირებული და მეორე - ათას „ენჯეოს“ გადაფრენილი, ორი ათას პარტიას მიკედლებული, უპერსპექტივო პოლიტიკოსი და მაინც „ენჯეოშნიცას“ აზროვნებაზე დარჩენილი, აპროტესტებენ ჯერ გაუსაჯაროებელ დოკუმენტს. კიზინგერი ვიცით, რა „ფრუქტიცაა“ და გასაგებია მისი მცდელობა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე წერით ცდილობს მიიქციოს ყურადღება. აბა, ისე საკუთარი ოჯახის წევრებიც აღარ უსმენენ. აი, ამ „ენჯეოშნიცას“ მოტივი რა არის, თან გაუსაჯაროებელ დოკუმენტზე ასეთი პრიმიტიული გამოხმაურება? - მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დავალება, რომელსაც ასეთ დროს იღებენ გავლენის ბენეფიციარები. სხვათა შორის, სადაც კი ჩინეთის თემა წამოწეულა ამ წლებში, ყველგან ეს „ჩამოლაბორანტებული ენჯეოშნიცა“ ახმაურდა და გააფთრებით ეცადა თემის გაშავებას. საინტერესოა, ნეტავ, ვინ ამოძრავებს იმ მარიონეტის თოკს, რაზეც ეს კონწიალობს?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930