გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში იმდენად წარმატებული იყო, რომ ისედაც შოკში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მეორე ინფარქტის წინაშე აღმოჩნდა

31-07-2023


"წერილის მიზანი, როგორც ყოველთვის, არის ის, რომ ქართულ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და, რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ სხვა პატივს არ გვცემს“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.


მაჭარაშვილის თქმით, ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალ დონეზე მიღების გამო ქართული ოპოზიცია აგონიაშია.


"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში იმდენად წარმატებული იყო, რომ ისედაც შოკში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მეორე ინფარქტის წინაშე აღმოაჩნდა, რადგან ნახეს, რომ ჩინეთმა, რომელიც არის ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და მათ შორის აშშ ცდილობს მასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღო მაღალ დონეზე.


წერილის მიზანი, როგორც ყოველთვის, არის ის, რომ ქართულ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და, რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავარი არის სუვერენიტეტის შენარჩუნება, ჩვენს თავს პატივი ჩვენვე თუ არ ვეცით, არავინ სხვა პატივს არ გვცემს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს კავშირები, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი, ამას ყველა ხელისუფლება ეს ყოველთვის აღნიშნავდა განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.


 როდესაც ჩინეთის ეკონომიკა გაიზარდა და მსოფლიო ეკონომიკაში აქვს საკმაოდ დიდი წილი, ბუნებრივია, რომ მასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი. თვით აშშ-ც კი ცდილობს ჩინეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, სახელმწიფო მდივანიც კი იყო ჩასული, რათა ნორმალური ურთიერთობა დამყარდეს ამ ორ ქვეყანას შორის. ბუნებრივია, ამ ფონზე საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან იქნება უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. ქვეყნიდან, რომელიც არის გაეროს უშიშროების 5 მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი, პირდაპირი გზავნილებია იმის შესახებ რომ საქართველოს სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი, რომ იგი აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31