გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე: მათ დნმ-ში დევს, რომ ვიღაცას უნდა ემსახურონ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს დალოცვილი ქვეყანა შესაძლებელია იყოს დამოუკიდებელი და თავისი ინტერესებით იხელმძღვანელოს

31-07-2023

როდესაც ვაშაძის პარტიაში ხარ, იქ ყოველთვის ბატონი უნდა ეძებო, იმიტომ რომ ამ კაცს ისე არ შეუძლია, ხან ერთ ბატონთან მსახურობდა, ხან მეორესთან ხან მესამესთან - ახლა ისევ დაუბრუნდა პირველ ბატონს, მაგრამ იქ "ხაბე" დახვდა. ჩამოყალიბდებიან, რომელი მოემსახურება უფრო კარგად ბატონს.მათი ბატონია ქაოსი, არეულობა, პირადი ინტერესები, პოპულიზმი - ვინც დააფინანსებს, იმათი არიან, უპრინციპოების გაერთიანებაა, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.​

 

ირაკლი ზარქუას თქმით, მას არ გაჰკვირვებია მანჯგალაძის განცხადება იმის შესახებ, რომ ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, ვინაიდან შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა.

 

როგორც მან აღნიშნა, მანჯგალაძეს წამოსცდა ის, რაც რადიკალური ოპოზიციის დნმ-ში დევს, ვინაიდან ვიღაცის მსახურების გარეშე ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ. 

 

ზარქუამ აღნიშნა ისიც, რომ საქართველო არც ერთ ბატონს არ უნდა ემსახუროს; ქვეყნის პარტნიორი და მეგობარი კი, ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში მყოფი სახელმწიფოები იქნებიან.

 

"მე არ გამკვირვებია [მანჯგალაძის განცხადება]. რასაც ფიქრობენ, რაც მათში დევს, ის აღმოხდა ამ ადამიანს, თორემ, მეორედ რომ დააყენო, მაგას კი არ იტყვის, იმიტომ რომ მიხვდა, შეცდომა მოუვიდა. თუმცა, ეს შეცდომა კი არ იყო, ეს ის არის, რაც მათ დნმ-ში დევს, რომ ვიღაცას უნდა ემსახურო -  მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს დალოცვილი ქვეყანა თავისი კულტურით, ხალხით, რესურსებით, შესაძლებელია იყოს დამოუკიდებელი და თავისი ინტერესებით იხელმძღვანელოს, ამიტომაც ამბობს, ერთ ბატონს თუ მეორე ბატონსო.

 

პაატა, ძმაო, ჩვენი ქვეყანა არც ერთ ბატონს არ უნდა ემსახუროს, ჩვენი ქვეყანა უნდა ემსახუროს საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს, ამას ვაკეთებთ რაც ხელისუფლებაში მოვედით. ბევრი გავანაწყენეთ დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, მაგრამ წინ მივიწევთ, იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესები არის ჩვენთვის უზენაესი. ამ ინტერესებში ვინც დაემთხვევა, ის იქნება ჩვენი პარტნიორი, მეგობარი და არა პარტიული სულისკვეთებით რომ არიან ხოლმე გამსჭვალული ამა თუ იმ სახელმწიფოს ლიდერები. ასეთს არ მივიღებთ და ასეთს არ მიიღებს საქართველოს მოსახლეობა, კმარა, ჩვენ დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, ასე ვმოქმედებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, იმიტომ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930