31-07-2023
"საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
ხუნდაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის და მისი უცხოელი ლობისტების ამ თემაზე წუხილი საქართველოს გარდაუვალი წინსვლით აიხსნება.
„საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგად გამოქვეყნდა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის კომუნიკე, რომელიც ოთხი პრიორიტეტული მიმართულებისგან შედგება: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და საერთაშორისო მიმართულება. საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა და ბევრი წარმატების საშუალებას იძლევა.
ოპოზიციის და მათი ლობისტების წუხილი ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შიშით არის განპირობებული - საქართველოს გარდაუვალი წინსვლით, რაც მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას ავტომატურად ასრულებს. ასევე, მათი ლობისტებიც უცხოეთიდან, ხელმოცარულნი რჩებიან. ცნობისთვის, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან და თვით უკრაინასთანაც კი.
ამიტომ, უშედეგო იქნება ამ თემაზე ოპოზიციის მხრიდან დაწყებული ახალი ნეგატიური პიარ-კამპანია. ჩინეთთან გაფორმებული მაღალი დონის სათანამშრომლო ხელშეკრულება ევროპას კი არ გვაშორებს, პირიქით, გვაახლოებს. გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მყოფი ძლიერი ეკონომიკის მქონე საქართველო, ბევრად უფრო სასურველი იქნება ევროპისთვის მათივე ინტერესებიდან გამომდინარე. ევროპა ჩვენი ოჯახია და ამ ოჯახში ღირსეულ წევრად დავბრუნდებით!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.
16-11-2024
16-11-2024