გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკაში რუსებს დიდი პატივით ხვდებიან, ქართველები კი უპატრონოდ ქუჩაში კვდებიან

1-08-2023

"ამერიკაში რუსეთის მოქალაქეებს დიდი პატივით ხვდებიან ამ ომის ფონზე. მათთვის ყველაფერია შესაძლებელი, თუნდაც არალეგალური დასაქმება, დაბინავება, ელემენტარული სოციალური ხელშეწყობა. მაშინ, როდესაც ოჯახებით ჩასული ქართველი ემიგრანტები, პატარა ბავშვებით მეტწილად ქუჩაში ცხოვრობენ, სკვერში, სკამებზე სძინავთ, შიათ და სცივათ,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.


 ჩიბურდანიძის თქმით, ამერიკის ელჩი არ უნდა მოუწოდებდეს საქართველოს იმის გაკეთებისკენ, რასაც მისივე ქვეყანა არ აკეთებს.


„ბათუმში ტურისტულ გემთან ოპოზიციის მიტინგს ამერიკის ელჩი გამოეხმაურა და შეაქო იქ მყოფი ოპოზიციური პარტიის წევრები. ბუნებრივია, კელი დეგნანისთვის ოპოზიციის ყველა ქმედება მისაღებია, მათ შორის ისიც, რასაც საკუთარ ქვეყანაში არ აკეთებენ. მე ყოველდღიური კავშირი მაქვს ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებთან, ჩვენს ემიგრანტებთან უცხოეთში და ვიცი, რა ხდება იქ.


შეძრწუნებული ვარ ამერიკიდან მიღებული ინფორმაციით სწორედ ამ პერიოდში, უკრაინის ომის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში რუსეთის მოქალაქეებს დიდი პატივით ხვდებიან ამ ომის ფონზე. მათთვის ყველაფერია შესაძლებელი, თუნდაც არალეგალური დასაქმება, დაბინავება, ელემენტარული სოციალური ხელშეწყობა. მაშინ, როდესაც ოჯახებით ჩასული ქართველი ემიგრანტები, პატარა ბავშვებით მეტწილად ქუჩაში ცხოვრობენ, სკვერში, სკამებზე სძინავთ, შიათ და სცივათ. რამდენი გარდაცვალებაა უკვე ბოლო თვეებში ამერიკაში ქართველ ემიგრანტებში, განსაკუთრებით, ახლად ჩასულებში. არალეგალური მიგრაციის მომხრე არა ვარ და პატივს ვცემ კანონის უზენაესობას ყველა ქვეყანაში.


2019 წელს, როდესაც ქართულ დიასპორას შევხვდი ნიუ-იორკში, ქალაქის ხელმძღვანელობას მათთან ერთად, მადლობაც კი გადავუხადე ქართველების ასეთი დაფასებისთვის. მაგრამ დღეს? უკრაინის ომის ფონზე, რაშიც მთლიანად არის ჩართული ამერიკა და მათი მტერია დღეს რუსეთი, ბევრად უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს მათთვის რუსეთის მოქალაქეები, ვიდრე მათი სტრატეგიული პრატნიორის, საქართველოს მოქალაქეები? თუ ამერიკაში არ შეიძლება ტურისტს პასუხი მოსთხოვო მისი ქვეყნის ხელისუფლების გამო და საქართველოში დასაშვებია? რატომ იწონებს ამერიკის ელჩი საქართველოში იმ ქმედებას, რასაც თავად არ აკეთებენ?


ისევ და ისევ ორმაგი სტანდარტი და ყურმოჭრილი ოპოზიციის ლობიზმი. დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გვაქვს მხოლოდ პოლიტიკურ აქტთან და არავითარ შემთხვევაში ეროვნულ ღირსებასთან. ეს არის პროვოკაცია და ვინ იცის, იყო თუ არა გემზე ამ ოპოზიციის პროვოკატორი რუსი, რომლის ქმედებაც აანთებდა იმ ნაპერწკალს, რისგანაც აგიზგიზდებოდა მათთვის სანატრელი ომი საქართველოში?" - წერს ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930